
თემატური პროგრამა: რაც დავიწყებით არ იბინდება
ნოემბერი - დეკემბერი, 2023
დოკას კინოკლუბის ნოემბრისა და დეკემბრის თემატური პროგრამა სახელწოდებით ‘რაც დავიწყებით არ იბინდება’ წარმოგიდგენთ ფილმებს, რომელთაც აერთიანებთ ცნობისმოყვარეობა წარსულის კვლევის, გადააზრებისა და გადაფიქრებისა, რაც შესაძლებელს ხდის დროის პერსპექტივიდან ისტორიულ მოვლენებს სხვაგვარად შევხედოთ.
პროგრამა სათაურს ფოტოგრაფ ნიკო კალანდაძის ფოტოარქივიდან სესხულობს. შერჩეული ფილმების უმეტესობა საარქივო თუ ნაპოვნი მასალითაა შექმნილი და წარსულისკენ მიმართავს მზერას, რათა უფრო ნათელი მომავლის წარმოდგენა შესაძლებელი გახდეს.
მაშინ, როცა ტურბულენტური უახლესი ისტორია ინტენსიური მედია დაფარვითა და ომების ლაივსთრიმინგით გვტვირთავს ინფორმაციით, თუმცა გვცლის შინაარსისგან - ჩვენ იმედის თვალით ვუყურებთ საარქივო გამოსახულებას, რომელმაც შესაძლოა შემოგვინახა გაკვეთილები.
ეკა წოწორია
ქეთო ყიფიანი
რაც დავიწყებით არ იბინდება ნოემბერი - დეკემბერი, 2023
ფილმები

“ავტოპორტრეტი ზღვარზე” იდენტობითა და საზღვრებით შეპყრობილობაზეა. აფხაზეთის ომის დროს დაკეტილი სახლის კარის გაღების შემდეგ, იქ დაგუბებული მტკივნეული და პირადი ამბები გამოხატვის გზას პოულობს და თხრობის ექსპერიმენტულ ფორმას იძენს.
“ავტოპორტრეტი ზღვარზე” პირადი და საჯარო საარქივო მასალებითა და აფხაზეთში გადაღებული კადრებით, ქართულ-აფხაზური რთული ურთიერთობების პერსონალურ განზომილებაზე ჰყვება.
ფილმის პრემიერა შედგა Visions du Réel-ზე შვეცარიაში, სადაც მთავარი პრიზი მოიპოვა.
სპეციალური სტუმარი: ფილმის რეჟისორი ანნა ძიაპშიპა
