
პროგრამაში წარმოდგენილი ფილმები გვაძლევს შესაძლებლობას, დავფიქრდეთ, თუ როგორ უმკლავდებიან ადამიანები იმ გამოწვევებს, რომლებსაც მსოფლიოში არსებული პოლიტიკური კონფლიქტები, სიხარბე, თვალთვალი და ტექნოლოგიური მანიპულაციების მზარდი გავლენა განსაზღვრავს.
ეს ფილმები ქმნიან იმგვარ ისტორიებს, რომლებიც ზედმიწევნით ასახავენ ჩვენი დროის სირთულეებს - იქნება ეს ძალაუფლებასთან პირადი და ჯგუფური ბრძოლა თუ სამართლიანობისა და მშვიდობის დამყარების მოთხოვნით აღმოცენებული მასობრივი მოძრაობები.
პროგრამაში წარმოდგენილი კინონამუშევრები და მათი მთავარი გმირები კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ წინააღმდეგობა არის არა მხოლოდ პროტესტი, არამედ ქმედება გადარჩენისა და ტრანსფორმაციისთვის.
გაზაფხული
ფილმები

სრული ნდობა | Total Trust
2023 / 97' / ჩინეთი / China
SUB: ქარ /ENG
14 აპრილი, 2024
19:00 კინოთეატრი "ამირანი"
სრული ნდობა" არის თვალსაჩინო და ღრმად შემაშფოთებელი ამბავი თვალთვალის ტექნოლოგიებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და (თვით)ცენზურაზე.
ფილმი მოგვითხრობს შემზარავ ისტორიებს ჩინეთში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებსაც მუდმივად უთვალთვალებდნენ და რომლებიც არაერთხელ გამხდარან დაშინებისა და წამების მსხვერპლნი.
ფილმი გვიჩვენებს, რამდენად საშიში შეიძლება გახდეს ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიცაა დიდი მონაცემთა ბაზები (Big Data) და ხელოვნური ინტელექტი, თუკი ისინი უკონტროლო ძალაუფლების ხელში აღმოჩნდებიან.

მტკიცებულება | Evidence
2025 / 71 / USA
Sub: ქარ ENG
21 აპრილი, 2025
19:00 კინოთეატრი "ამირანი"
ფილმი “მტკიცებულება” დოკუმენტური ესეის ჟანრს განეკუთვნება და ასახავს, ერთი მხრივ, კორპორაციული ხარჯების ანალიზს, ხოლო, მეორე მხრივ, „შავი ფულის“ გავლენას აშშ-ის პოლიტიკასა და იდეოლოგიაზე, ოჯახისა და მზრუნველობის იდეებზე.
ფილმი წარმოადგენს ერთგვარ სურათს ამერიკულ პოლიტიკაზე, ოჯახის იდეებსა და მემარჯვენე ფრთის მიზანმიმართულ თავდასხმას სხეულის ავტონომიაზე.

წმინდა ლეღვის თესლი | The Seed of the Sacred Fig
2024 / 167' / გერმანია, საფრანგეთი, ირანი? / Germany, France
Sub: ქარ ENG
28 აპრილი, 2025
19:00 კინოთეატრი "ამირანი"
„წმინდა ლეღვის თესლი“ ასახავს იმანის, თეირანის ახალდანიშნული მოსამართლის, ფსიქოლოგიურ და ოჯახურ კრიზისს პოლიტიკური არეულობის ფონზე. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო წარმოშობილ პროტესტში იმამის ქალიშვილები დემონსტრანტების მხარეს იჭერენ - ამის გამო, მისი უნდობლობა და პარანოია ოჯახის წევრების მიმართ იმდენად იზრდება, რომ მოსამართლე გამოძიებას საკუთარ სახლში იწყებს. ეს არის ფილმი ნდობის ნგრევაზე; შიშისა და მოვალეობის დესტრუქციულ გავლენაზე.

დავრჩეთ ერთად | Stick Together
2023 / 90' / გერმანია
Sub: ქარ ENG
5 მაისი, 2025
19:00 კინოთეატრი "ამირანი"
დოკუმენტური ფილმი “დავრჩეთ ერთად” ახალგაზრდა აქტივისტებსა და კლიმატის საპროტესტო მოძრაობის სამყაროზე გვიყვება. ფილმი თავს არიდებს ინტერვიუებს და, ნაცვლად ამისა, პროტაგონისტებს ფეხდაფეხ “მიჰყვება” საპროტესტო აქციაზე. “დავრჩეთ ერთად” მეტწილად მოგვითხრობს იმ ზღვარის შესახებ, რომელიც ინდივიდუალური შესაძლებლობების ლიმიტსა და იდეალებისადმი ერთგულებას შორის გადის.

ძალადობის მონოპოლია | Monopoly of Violende
2020 / 86' / საფრანგეთი / France
Sub: ქარ ENG
12 მაისი, 2025
19:00 კინოთეატრი "ამირანი"
2018 წლის შემოდგომაზე საფრანგეთში დაწყებული “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო მოძრაობა, როგორც კოლექტიური ბრძოლის უპრეცედენტო მაგალითი, დღემდე კვლევის და ანალიზის საგანია მოაზროვნეებისთვის. პარალელური მონტაჟის გამოყენებით, რეჟისორი ურთიერთმონაცვლეობით გვაჩვენებს სისასტიკეს, ჩადენილს პოლიციელის წინააღმდეგ თუ პოლიციელის მიერ და სვამს კითხვას: მაშინ, როცა სახელმწიფო ფიზიკური ძალის გამოყენებას ლეგიტიმურად მიიჩნევს და მასზე მონოპოლიას აცხადებს, ვინ შეიძლება დაარეგულიროს ეს ძალადობა?!
ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა.

მადანია | Madaniya
2024 / 85' / სუდანი / Sudan
Sub: ქარ ENG
19 მაისი, 2025
19:00 კინოთეატრი "ამირანი"
ფილმი მოგვითხრობს სამი სუდანელი ახალგაზრდის შესახებ. ისინი მონაწილეობენ რევოლუციაში და საკუთარი ცოდნითა და უნარებით აძლიერებენ წინააღმდეგობას. ამისათვის გზა და გზა სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, თუმცა მიზანი მაინც ერთია - ეს არის „მადანია“ - სამოქალაქო მთავრობა.
კინოკლუბისთვის დარბაზის დათმობისთვის მადლობას ვუხდით კინოთეატრ "ამირანს"
თემატური პროგრამის მხარდამჭერი