ახალი ქართული დოკუმენტურები
16 და 23 სექტემბერი, 2024
სიხარულით წარმოგიდენთ სრულიად ახალ ქართულ დოკუმენტურ ფილმებს, რომელთა პრემიერებიც 2024 წელს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე შედგა. ელენა მიქაბერიძის ლურჯი მოცვი პირველად კოპენჰაგენში ერთ-ერთ ყველზე დიდ ფესტივალზე, CPH:DOX-ზე აჩვენეს. მაკა გოგალაძის "რაც თავი მახსოვს" და ქეთევან ყიფიანის "წარსულში უკეთ იქნება" - ეს ორივე ფილმი შვეიცარიის Vision du Réel-ზე ნახა პირველად მაყურებელმა. ფესტივალი ერთ-ერთი წამყვანია ევროპაში და მისი ნიშა, განსაკუთრებული ინტერესი დოკუმენტური კინოთხრობის ახალი ფორმებია. დოკას კინოკლუბი ამ ბოლო ორი ფილმის ქართულ პრემიერას გთავაზობთ.
ახალი ქართული დოკუმენტურები
16 და 23 სექტემბერი, 2024
ფილმები
წარსულში უკეთ იქნება
IT WILL BE BETTER BEFORE
რეჟისორი: ქეთო ყიფიანი
2024/ 26' / საქართველო
Sub: ENG
ამ პერსონალურ ესსე ფილმზე მუშაობა ორმა ავტორმა დაიწყო. ხუთი წლის შემდეგ კი შეიცავალა და თავიდან დამონტაჟდა ერთ-ერთი ავტორის მიერ მეორესგან საიდუმლოდ, სადაც თანაავტორი გვიზიარებს საკუთარ პერსპექტივასა და გრძნობებს ფილმის შექმნის პროცესში.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი რეჟისორთან.
რაც თავი მახსოვს
EVER SINCE I KNEW MYSELF
რეჟისორი: მაკა გოგალაძე
2020 / 87' / საქართველო
Sub: ENG
ავტორი თავის ბავშვობას აცოცხლებს, როცა წარსულის შესახებ დედასთან იყწყებს საუბარს. დიალოგი ორი განსხვავებული თაობის, გამოცდილებების და წარმოდგენების ქალს შორის დროში მოგზაურობას ემსგავსება.
მოგზაურობა სივრცეში გრძლედება, როცა ავტორი საგანმანათლებლო სივრცეებს სტუმრობს საქართველოს გარშემო , აკვირდება ბავშვებს მუსიკის, ცეკვის, ხელოვნების, ლიტერატურისა და სხვა მეცადინეობებისას და იკვლევს, თუ როგორ იძერწება იდენტობა სააღმზრდელო პროცესში.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი რეჟისორთან.
ლურჯი მოცვი
BLUEBERRY DREAMS
რეჟისორი: ელენა მიქაბერიძე
2024 / 76' / საქართველო
Sub: ENG
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი რეჟისორთან
კინოკლუბისთვის დარბაზის დათმობისთვის მადლობას ვუხდით კინოთეატრ "ამირანს"
თემატური პროგრამის მხარდამჭერები