დოკუმენტური კინოს მხარდაჭერა
დოკუმენტური კინოს ასოციაცია მის წევრებსა და დოკუმენტური კინოს სფეროში დასაქმებულებს პერდიოდულად სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობს. ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერა საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, მხარდაჭერა კინოს წარმოებისთვის, რეზიდენციები, კონსულტაცია, კავშირების დამყარება, ფასდაკლება სხვადასხვა პროფესიულ ღონისძიებაზე დასასწრებად.