მხოლოდ დოკუმენტური კინოს ასოციაციის წევრებისთვის
2025 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე დოკა გასწევს მობილობის (მგზავრობის) მხარდაჭერას ასოციაციის წევრებისთვის, რომლებიც მიწვეული არიან საერთაშორისო დოკუმენტური კინოინდუსტრიის სხვადასხვა პლატფორმაზე - ტრენინგი, ფიჩინგი, კინოფესტივალი. ვიზიტი უნდა ემსახურებოდეს კინოპროექტების განვითარებას, პროფესიულ განვითარებას, ახლადდასრულებული ფილმის პოპულარიზაციას.
მობილობის მხარდაჭერა გაიცემა თანხის ამოწურვამდე.
განაცხადისთვის პასუხის განხილვისას დოკა იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით:
მასპინძელი პლატფორმის მნიშვნელობა.
მასპინძელი პლატფორმის ან სხვა მხარის თანამონაწილეობა.
პლატფორმაში მონაწილეობის საჭიროება.
პროექტის განვითარების ეტაპი.
ღონისძიება უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2026 წლის იანვრისა.
მობილობის მხარდაჭერის მოსათხოვად შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე info@doca.ge