top of page
ფორმები 2025

3 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე, დოკა წარმოგიდგენთ მხატვრული და დოკუმენტური ფილმების პროგრამას, რომლის ფოკუსშიც თანამედროვე საავტორო კინოა.


კურატორის სიტყვა:


“წინამდებარე პროგრამაში წარმოდგენილი ფილმები გვთავაზობენ შესაძლებლობას, ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, რას გვაჩვენებს კინო, არამედ - როგორ გვაჩვენებს. დოკუმენტური კადრი, რომელიც თითქოს რეალობას აღბეჭდავს, შეიძლება იქცეს მხატვრული ამბის წყაროდ, ხოლო მხატვრული სცენა - ყველაზე ზუსტ დოკუმენტად იმ განცდებისა, რომელთა გადმოცემაც ფაქტებით შეუძლებელია.


დოკუმენტური, მხატვრული და ექსპერიმენტული ფორმების ზღვარზე იქმნება სივრცე, სადაც ჩვენ, როგორც მაყურებლები, ვხდებით ფილმის თანამონაწილეები და არა უბრალოდ დამკვირვებლები. აქ ფორმა არ წარმოადგენს დეკორაციას, არამედ ის ხდება შემეცნების ინსტუმენტი: როგორ ქმნის კამერა ილუზიას, როგორი მიმართებაა დროსთან, როგორ აწყობს მონტაჟი მნიშვნელობებს, როგორი ხმა გვიყვება ისტორიას. ამ ფილმებში ავტორს ცენტრალური ადგილი უჭირავს თავისი გამორჩეული ხედვით, ძლიერი კინოენით, ინოვაციურობით და არაკონიუქტურული გადაწყვეტილებებით.


პროგრამაში წარმოდგენილი ფილმები სხვადასხვა ქვეყნებიდან და კულტურებიდან -  რომელთაგან ზოგი iPhone-ით არის გადაღებული, ზოგი - ე.წ. დაბალი გარჩევადობის კამერით და ზოგიც ვებკამერით - სხვადასხვა ენით ლაპარაკობენ, მაგრამ სვამენ საერთო კითხვას: როგორ შეუძლია კინოს ენას გადმოსცეს ის, რასაც სიტყვებით ვერ აღწერ.


ამ პროგრამით DOCA აგრძელებს ტრადიციას, დარჩეს სივრცედ, სადაც ფორმის ძიება არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ეთიკური და პოლიტიკური აქტია, რადგან ფორმა ყოველთვის გამოხატავს პოზიციას - როგორ ვუყურებთ სამყაროს და როგორი გვინდა, რომ ის იყოს.”

ფორმები - თანამედროვე საავტორო კინო

ფილმები
ფორმები 2025

03/11/25  19:00  კინოთეატრი ამირანი

ქართული პრემიერა


აპრილი 

April

რეჟ: დეა კულუმბეგაშვილი

2024 124'

SUB: ENG



ნინა გინეკოლოგია საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში, რომელიც პარალელურად ქალებს არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დაცვაში ეხმარება. ერთ-ერთი პაციენტის მშობიარობის დროს, ახალშობილი გარდაიცვლება, რის შემდეგაც ნინას პროფესიული და მორალური რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მას უკანონო აბორტების გაკეთებაში სდებენ ბრალს.


ფილმის პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო სექციაში.

ფორმები 2025

10/11/25  19:00  კინოთეატრი ამირანი


ძილს თავისი სახლი აქვს 

SLEEP HAS HER HOUSE

რეჟ: სკოტ ბარლი

2017 90'

SUB: ENG 


სკოტ ბარლის “ძილს თავისი სახლი აქვს” არის ექსპერიმენტული კინოს ერთ-ერთი საგანძური, რომელიც ერთდროულად აერთიანებს ლანდშაფტის კინოსა და ნელი კინოს მოძრაობებს, ქმნის უზუსტეს მედიტაციურ გამოცდილებას ბუნებასა და მასზე დამკვირვებელზე.

სინათლისა და დროის მანიპულირებით, ფილმი ცდის ადამიანის და გარემოს ურთიერთობას, აძლიერებს ბუნების აღქმის შეგრძნებას და მაყურებელს სამყაროს უფრო ფართო და მრავალმხრივი ხედვის შესაძლებლობას აძლევს.

ფორმები 2025

17/11/25  19:00  კინოთეატრი ამირანი


ნეპტუნის ყინვა 

NEPTUNE FROST

რეჟ: ანისია უზეიმანი, სოლ უილიამსი

2021 86'

Sub: ქართ / ENG


“ნეპტუნის ყინვა” - მიუზიკლი, აფრო-ფუტურისტული sci-fi იგავი, რომელიც საუბრობს მეამბოხე თემის წინააღმდეგობაზე. ფილმში პოლიტიკური ძალადობის, ეკონომიკური უსამართლობისა და კულტურული გაუცხოების პირობებში, ჰაკერების დივერსიული კოლექტივი ცდილობს ავტორიტარული რეჟიმის დამხობას და ისეთი სივრცის შექმნას, სადაც ფანტაზია და სოლიდარობა შესაძლებელი იქნება.

ფილმის პრემიერა შედგა კანის კინოფესტივალზე და ნაჩვენები იყო ისეთ ფესტივალებზე როგორიცაა, სანდანსი, ნიუ იორკი, ტორონტო.

ფორმები 2025

24/11/25  19:00  კინოთეატრი ამირანი


ოთხი ქალიშვილი 

FOUR DAUGHTERS

რეჟ: კოტერ ბენ ჰანია

2023 100'

Sub: ENG


ფილმი ოთხი ქალიშვილი მოგვითხრობს ოლფას, ტუნისელი დედის ამბავს, რომლის ცხოვრებაც სინათლისა და ჩრდილების ნაზავითაა სავსე. როდესაც მისი ორი უფროსი ქალიშვილი უჩინარდება, ოლფა მწუხარების და პასუხგაუცემელი კითხვების პირისიპირ რჩება. გოგონების ბედის გასარკვევად, რეჟისორი პროფესიონალ მსახიობებს იწვევს და ქმნის უნიკალურ კინემატოგრაფიულ სტრუქტურას, დოკუმენტური და მხატვრული კინოს ჰიბრიდს, იმისათვის, რომ ნათელი მოჰფინოს ოლფასა და მისი შვილების ისტორიას.

ფილმი მიკროსკოპული სიზუსტით აკვირდება დედობას, მეხსიერებას და თაობებს შორის კავშირს და იმას, თუ როგორ განსაზღვრავენ ქალების ცხოვრებას სოციალური თუ პოლიტიკური ძალები.

ოთხი ქალიშვილის პრემიერა შედგა 2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ კონკურსში. ფილმი ასევე, დასახელებული იყო ოსკარის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში და მოიპოვა მრავალი საერთაშორისო ჯილდო.

ფორმები 2025

01/12/25  19:00  კინოთეატრი ამირანი


მედუზა 

MEDUSA

რეჟ: კლოე მაკლოტი

2021 72'

SUB: ქართ / ENG


1913 წელს იტალიის სოფელ როსინიანოში საცხობი სოდის ქარხანა აშენდა. ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ მასალის წარმოებამ ღრმა კვალი დატოვა მისი მაცხოვრებლების სხეულსა და სულზე. ადგილი ნელ-ნელა მოიცვა უცნაურმა, ინტენსიურმა, სტერილურმა და კოროზიულ. ა თეთრმა ფერმა.

ფილმი გვიყვება სამ განსხავებულ ამბავს, რომელიც რეჟისორმა სოფლის მცხოვრებლებთან ერთად შექმნა. ისინი ერთად მიგვიძღვებიან ამ იდუმალი ფერის გზაზე: მოზარდთა ჯგუფი განასახიერებს დაკარგულ ოქროს ხანას, შემდეგ ჩნდება ზღაპარი გაქვავებული სხეულის შესახებ და ბოლოს, ისტორია შეყვარებულზე და მის მოგონებებზე.

ფორმები 2025

08/12/25  19:00  კინოთეატრი ამირანი


ეურეკა 

EUREKA

რეჟ: ლისანდრო ალონსო

2023 147'

SUB: ENG


არგენტინელი რეჟისორი ლისანდრო ალონსო ათი წლის შემდეგ ახალი ფილმით დაბრუნდა. ალონსოს კინოენა უნიკალურია. მისი პირველი ფილმები საფუძველს უყრის მინიმალისტურ „ნელ კინოს“ (Slow Cinema) 2000-იან წლებში. თუმცა, ბოლო ორ ფილმში (Jauja (2014) და Eureka (2023), იგი ერთი შეხედვით, მისთვის უცნობ, წარმოსახვით შემოქმედებით სივრცეში გადადის.

Eureka კინემატოგრაფიული ამბავია გარდასახვის შესახებ სამ ნაწილად, რომლებიც კოსმიური, პოსტ-კოლონიური სიზმრის ლოგიკით უკავშირდებიან ერთმანეთს. ფილმი აერთიანებს რეალიზმისა და მაგიური რეალიზმის ელემენტებს და ეფუძნება დაკვირვებისა და შემეცნების ესთეტიკას.

Eureka არის სიზმრისეულ ნაკადში ჩაძირვის და ამ პროცესში საკუთარი გზის პოვნის შესაძლებლობა.

ფილმის პრემიერა შედგა კანის კინოფესიტვალზე 2023 წელს.

ფორმები 2025

15/12/25  19:00  კინოთეატრი ამირანი

ქართული პრემიერა


რა დაგესიზმრა წუხელ, ფარაჯანოვო? 

What Did You Dream Last Night, Parajanov?

რეჟ: ფარაზ ფეშარაკი

2024 81'

SUB: ENG


“რა დაგესიზმრა წუხელ, ფარაჯანოვო“ ფარაზ ფეშარაკის სარეჟისორო დებიუტია. ქართველი მაყურებელი მას იცნობს, როგორც ოპერატორს ალექსანდრე კობერიძის ფილმიდან „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”

ფილმი რეჟისორისა და მისი მშობლების ურთიერთობაზეა. ოჯახური ისტორია, დანახული ვებკამერის ობიექტივით ისპაჰანსა და ბერლინს შორის. კამერა კი ყველაფერს ხედავს: უცნაური თოვლი ისფაჰანში, რეჟისორის დედის მოთხრობები მისი ციხის პერიოდიდან და მამის დაჟინება, მოისმინოს შვილის გასული ღამის სიზმარი.

მიუხედავად ტკივილისა, რომელსაც უკან დატოვებული სახლი იწვევს და ოჯახში არსებული უთანხმოებებისა, რეჟისორი ცდილობს ეძებოს ის, რაც ჯერ კიდევ არ დანგრეულა - სიყვარული, რომელიც მაშინაც რჩება ადამიანებს შორის, როცა მათ სივრცე ჰყოფთ.

ფილმის პრემიერა შედგა 2025 წელს ბერლინის კინოფესტივალის „ფორუმის“ სექციაში.

ფორმები 2025

22/12/25  19:00  კინოთეატრი ამირანი

ქართული პრემიერა


ქალაქის ბავშვი

CITY CHILD

რეჟ: ოსტინ ლინჩი

2025 60'

SUB: ENG


ოსტინ ლინჩი ფილმში “ქალაქის ბავშვი” მუშაობს კინოს საბაზისო ელემენტებით - სინათლე, ჩრდილი, ხმა, დრო. შედეგად ვიღებთ მომაჯადოვებელ, ატმოსფერულ ფილმს, რომელიც არც დოკუმენტურია და არც მხატვრული, არამედ არის სივრცე, რომელიც გიპყრობს ისე, როგორც საღამოობით ბერლინის თავზე ჩამოწოლილი ლურჯი ფერი.

ფილმის ყოველი გამოსახულება და ხმა შექმნილია ხაზის, ფორმის და სივრცის შესანიშნავი გრძნობით. ელემენტები იკვრებიან აუდიოვიზუალურ მთლიანობაში, რომელმაც თავისი ფიზიკური, თითქმის სკულპტურული ფორმა იპოვა.

ფორმები 2025

29/12/25  19:00  კინოთეატრი ამირანი

თბილისის პრემიერა 


ხმელი ფოთოლი

DRY LEAF

რეჟ: ალექსანდრე კობერიძე

2025 183'

SUB: ENG


„ხმელი ფოთოლი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა და ახალი სუნთქვაა თანამედროვე მსოფლიო კინოში.

ავტორის ვიზუალური პოეტიკა ეწინააღმდეგება კინოში გამეფებულ ზედმეტად კონტროლირებულ, გაპრიალებულ ესთეტიკას. დაკარგული ქალის ძიებში ფილმი თანდათან გარდაიქმნება ერთ გრძელ ფიქრად, რეალობის და წარმოსახვის გადაჯაჭვულობაზე; ხილულისა და უხილავის საზღვრებზე.

კობერიძე კინოს აქცევს დაკვირვების აქტად, არა ინტერპრეტაციის ან ახსნის იარაღად, არამედ სივრცედ, სადაც დრო, ხმა და სინათლე თვითონ იძენენ აზრს. ამ თვალსაზრისით, „ხმელი ფოთოლი“ ერთდროულად წარმოადგენს კრიტიკას თანამედროვე კინოს სტანდარტიზებული ფორმების მიმართ და ამავე დროს, სიყვარულის აღიარებას იმ კინოსადმი, რომელიც განუწყვეტლივ აღმოჩენებითაა სავსე.

კინოკლუბისთვის დარბაზის დათმობისთვის მადლობას ვუხდით კინოთეატრ "ამირანს"

თემატური პროგრამის მხარდამჭერი

გასული პროგრამები  

1990-2000 2025
1990-იანი და 2000-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინო (განახლება)
ახალი ქართული ფილმები 2025
ახალი ქართული ფილმები
გაზაფხული 2025
გაზაფხული
1990-2000
1990-იანი და 2000-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინო
შეცდომების გასწორება
შეცდომების გასწორება
30 სექტემბერი - 28 ოქტომბერი, 2024
ახალი ქართული დოკუმენტურები
ახალი ქართული დოკუმენტურები
16 და 23 სექტემბერი, 2024
რა მოხდა რუსეთში
სპეციალური ჩვენებები, მაისი-ივნისი 2024
გაფურჩქნა
გაფურჩქნა - მარტი, აპრილი, მაისი 2024
პერიფერიული ტრანსფორმაციები
პერიფერიული ტრანსფორმაციები და მეხსიერების კერები” იანვარი - თებერვალი, 2024
რა გაანათებს ღამეს?
რა გაანათებს ღამეს?
25 სექტემბერი - 30 ოქტომბერი, 2023
რაც დავიწყებით არ იბინდება
რაც დავიწყებით არ იბინდება ნოემბერი - დეკემბერი, 2023
bottom of page