
თემატური პროგრამა: “გაფურჩქნა”
მარტი - მაისი, 2024
გაზაფხულის პროგრამის შესავალს, თებერვლის უჩვეულოდ თბილ დღეს ვწერ. სამართლიან სამყაროში, ეს სითბო სიამოვნებას მოიტანდა, მაგრამ ჩვენს ბზარებით სავსე ყოველდღიურობაში; დაუნდობელი ომების, პოპულიზმის, გლობალური დათბობის და შფოთის ეპოქაში კაშკაშა მზე თებერვალში საფრთხეა, რომელიც წუთიერ სიამოვნებას მალევე ჩრდილავს.
მაგრამ, სამყაროს ციკლურობაში, სულ არსებობს გაზაფხული, რომელიც ნიჰილიზმის მიუხედავად, ხშირად შეუძლებელი, მაგრამ მაინც ცვლილების, განახლების და აღდგომის განმეორებითი მცდელობაა. კვირტიც სულ იფურჩქნება. დოკას კინოკლუბის გაზაფხულის პროგრამა იმედს გავს, რომელმაც შეიძლება გამოსავალი დაგვანახოს.
სხვადასხვა წლების დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმები შინაარსებიდან და ფორმებიდან გათავისუფლებაზეც არის. ისინი სიყვარულზე, სექსუალობაზე, იდენტობაზე, ემანსიპაციაზე გვიყვებიან; მოწვეულ სტუმრებთან და მაყურებელთან ერთად კი მოვიფიქრებთ, როგორ ვიმსჯელოთ ამ ბაზისურ საკითხებზე დღეს ისე, რომ არ შეგვრცხვეს.
გაფურჩქნაზე ლაპარაკი თითქოს უდროოა, მაგრამ მასზე ფიქრის გარეშე მომავალიც არ დგება.
ანნა ძიაპშიპა, პროგრამის კურატორი
* კინოდარბაზი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის
გაფურჩქნა - მარტი, აპრილი, მაისი 2024
ფილმები
.jpg)
აპოლონია, აპოლონია
APOLONIA, APOLONIA
რეჟისორი: ლეა გლობი
2022 / 116' / დანია, პოლონეთი
Sub: ქარ ENG
დანიელმა რეჟისორმა ლეა გლობმა აპოლონია სოკოლი 2009 წელს გაიცნო, როცა აპოლონიას ცხოვრება მართლაც კინოს გავდა. რეჟისორი წლების მიჰყვებოდა და იღებდა აპოლონიას, როცა ის სახელოვნებო სამყაროში ადგილის დამკვიდრებას ცდილობდა, ქალობის აგონიურობასა და სიხარულს შორის იხლიჩებოდა, ურთიერთობებს არკვევდა სხვებთან და საკუთარ სხეულთან და უწყვეტ შემოქმედებით პროცესში იყო. ორი ქალი 13 წლის განმავლობაში განიხილავს საკუთრ ცხოვრების გზებს ფილმში, რომელიც ხელოვნებას, სიყვარულს, დედობას, სექსუალობას, რეპრეზენტაციას ეხება; ასევე იმას, თუ როგორ უნდა გადარჩე სამყაროში, რომელშიც პატრიარქატი, კაპიტალიზმი და ომები ბატონობენ.

ქალები WOMEN
რეჟისორი: ვაჟა ზუბაშვილი
1990 / 25' / საქართველო Sub: ქარ ENG
ვაჟა ზუბაშვილის დოკუმენტური ფილმი სხვადასხვა ასაკის, სოციალური მდგომარეობის და განათლების მქონე საბჭოთა ქალების ცხოვრებას ასახავს. ფილმი მათ ოცნებებსა და რეალობაზე ყვება.
რატომ არასოდეს გავხდი მოცეკვავე
WHY I NEVER BECAME THE DANCER
რეჟისორი: ტრეისი ემინი
1995 / 7' / დიდი ბრიტანეთი Sub: ქარ ENG
როგორც ტრეისი ემინის ნამუშევრების უმეტესობა, “რატომ არასოდეს გავხდი მოცეკვავე” ასევე ავტობიოგრაფიულია. ემინი თინეიჯერობის მთავარ სწრაფვას იხსენებს - ბრიტანეთის ცეკვის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებით როგორ მიატოვებს ზღვისპირა ქალაქ მარგეითს.
სატაცური ASPARAGUS
რეჟისორი: სიუზან პიტი
1979 / 20' / აშშ Sub: ქარ ENG
ფილმი ფართოდ ხსნის კარს პოლიმორფული სექსუალობის განსხვავებულად დასანახად და რეჟისორის მომხიბლავი სამყაროს დასაზვერად.

ტვინგამორეცხილები: სექსი-კამერა-ძალაუფლება
BRAINWASHED: SEX-CAMERA-POWER
რეჟისორი: ნინა მენკესი
2022 / 107' / აშშ
Sub: ქარ ENG
“ტვინგამორეცხილები: სექსი-კამერა-ძალაუფლება” ვიზუალური მოგზაურობაა კინოს სექსისტურ სისხლძარღვში, რომელიც სამუდამოდ შეცვლის კინოს აღქმასა და მისი შექმნის გზებს. რეჟისორი ნინა მენკესი სინეფილებს და კინომოყვარულებს აიძულებს დაინახონ, როგორ აკნინებს ქალს კინოენა, როგორ აცლის მას მნიშვნელობას. ის 175-ზე მეტ ეპიზოდს იყენებს კანონიკური ჰოლივუდის და სხვა საკულტო ფილმებიდან, ასევე ინტერვიუებს მეცნიერებთან და რეჟისორებთან. ეს ფილმი მიზოგინიასა და პატერნალიზმის მანკიერებებს გამოავლენს, რომელიც ჩვენს საყვარელ ფილმებშიც კი უხვადაა, კინოს ისტორიის დასაწყისიდან დღემდე.

სიყვა რული ყველაფერია
LOVE IS ALL
რეჟისორი: კიმ ლონგინოტო
2014 / 70' / UK
სიყვარულის და შეყვარების ასი წელი ეკრანზე, რიჩარდ ჰოულის შექმნილი მუსიკით.