top of page
doca film club white logo.jpeg

ყოველ ორშაბათს, კინოთეატრ ამირანში

* კინოდარბაზი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის | the cinema is wheelchair adapted

ბილეთი 10 ლარი

სტუდენტებისთვის, DOCA-ს წევრებისთვის 5 ლარი. ხელმისაწვდომია მხოლოდ სალაროში 

 

 ბილეთები 

ახალი ქართული დოკუმენტურები
16 და 23 სექტემბერი, 2024

 

სიხარულით წარმოგიდენთ სრულიად ახალ ქართულ დოკუმენტურ ფილმებს, რომელთა პრემიერებიც 2024 წელს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე შედგა. ელენა მიქაბერიძის ლურჯი მოცვი პირველად კოპენჰაგენში ერთ-ერთ ყველზე დიდ ფესტივალზე, CPH:DOX-ზე აჩვენეს. მაკა გოგალაძის "რაც თავი მახსოვს" და ქეთევან ყიფიანის "წარსულში უკეთ იქნება" - ეს ორივე ფილმი შვეიცარიის Vision du Réel-ზე ნახა პირველად მაყურებელმა. ფესტივალი ერთ-ერთი წამყვანია ევროპაში და მისი ნიშა,  განსაკუთრებული ინტერესი დოკუმენტური კინოთხრობის ახალი ფორმებია. დოკას კინოკლუბი ამ ბოლო ორი ფილმის ქართულ პრემიერას გთავაზობთ. 

2.jpg

წარსულში უკეთ იქნება

IT WILL BE BETTER BEFORE

რეჟისორი: ქეთო ყიფიანი

2024/ 26' / საქართველო

Sub: ENG

ამ პერსონალურ ესსე ფილმზე მუშაობა ორმა ავტორმა დაიწყო. ხუთი წლის შემდეგ კი შეიცავალა და თავიდან დამონტაჟდა ერთ-ერთი ავტორის მიერ მეორესგან საიდუმლოდ, სადაც თანაავტორი გვიზიარებს საკუთარ პერსპექტივასა და გრძნობებს ფილმის შექმნის პროცესში.

 

This personal essay film began as a collaboration between two directors. After five years, one of the directors re-edited and modified the film, sharing her perspective and feelings throughout the creation process.

 

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი რეჟისორთან.

3.jpg

ლურჯი მოცვი

BLUEBERRY DREAMS

რეჟისორი: ელენა მიქაბერიძე

2024 / 76' / საქართველო

Sub: ENG

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი რეჟისორთან

1.jpg

რაც თავი მახსოვს

EVER SINCE I KNEW MYSELF

რეჟისორი: მაკა გოგალაძე

2020 / 87' / საქართველო

Sub: ENG

ავტორი თავის ბავშვობას აცოცხლებს, როცა წარსულის შესახებ დედასთან იყწყებს საუბარს. დიალოგი ორი განსხვავებული თაობის, გამოცდილებების და წარმოდგენების ქალს შორის დროში მოგზაურობას ემსგავსება.

მოგზაურობა სივრცეში გრძლედება, როცა ავტორი საგანმანათლებლო სივრცეებს სტუმრობს საქართველოს გარშემო , აკვირდება ბავშვებს მუსიკის, ცეკვის, ხელოვნების, ლიტერატურისა და სხვა მეცადინეობებისას და იკვლევს, თუ როგორ იძერწება იდენტობა სააღმზრდელო პროცესში.

The author embarks on a personal journey when she begins a conversation with her mother, delving into memories and experiences of her childhood. This intimate dialogue between two women of different generations, with different experiences and clashing perspectives, feels like time travel.

The journey continues in space as the filmmaker travels across Georgia, visiting educational spaces where she observes children engaged in music, dance, art, literature, and more. Through these observations, she explores how identity is shaped within the educational process, offering reflection on the forces that influence who we become.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი რეჟისორთან.

ეს პროგრამა თბილისის არქიტექტური ბიენალესთან პარტნიორობით შევიმუშავეთ. სწორედ ამ მოტოთი - "შეცდომების გასწორება" - იმართება წელს არქიტექტურის ბიენალე 28 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე და მის მთავარ თემას წყალი და ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს.  დოკას კინოკლუბის ამ პროგრამის მთავარი ღერძიც წყალია და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა დროისა და ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს, თუმცა ყველა მათგანთან შეგვიძლია გვავლოთ პარალელი და ჩვენს გარემოს დავუკავშიროთ, ჩვენს წყალს, ჩვენს ბუნებრივ რესურსებს. 

პროგრამის კურატორები: ქეთო ყიფიანი და სალომე ჯაში

თემატური პროგრამა: შეცდომების გასწორება
30 სექტემბერი - 28 ოქტეომბერი, 2024
 

4.jpg

ქარიშხლიანი ღამეები

STORMY NIGHTS

რეჟისორი: ივან კავალერიძე

1931 / 52' / საბჭოთა უკრაინა

Sub: UA ENG GE

უკრაინელი ავტორის ივანე კავალერიძის ფილმი "ქარიშხალი ღამეები" დნეპრის კაშხლის მშენებლობას ასახავს და ის საბჭოთა კინოს ისტორიის მნიშვნელოვან ნამუშევარს წარმოადგენს. იგივე კაშხალი ჩნდება ძიგა ვერტოვის, არნოლდ კორდუმის და ალექსანდრე დოვჟენკოს ფილმებში, რომლებიც იკვლევენ კონფლიქტს ძველსა და ახალს, ცენტრსა და პერიფერიას შორის და, ამასთანავე, კაცობრიობის ბუნებაზე გამარჯვებას აღნიშნავენ.

 

ფილმის ჩვენებამდე უკრაინელი მკვლევარი, კინოკრიტიკოსი და კულტურის მენეჯერი ალიონა პენზისთან წარმოადგენს მცირე მოსახსენებას ფილმის შესახებ. ალიონა კიევში დოვჟენკოს ცენტრში მუშაობს და მისი კვლევის სფერო უკრაინული დოკუმენტური კინოა.

7.jpg

ბეჰემოთი

BEHEMOTH

რეჟისორი: ჯაო ლიანგი

2015 / 90' / ჩინეთი, საფრანგეთი

Sub: ქარ ENG

პოლიტიკური დოკუმენტალისტის საერთაშორისოდ აღიარებული "ბეჰემოთი" მონღოლეთში შახტის აფეთქებით იწყება და პეკინის დასავლეთით მოჩვენებათა ქალაქით სრულდება. ფილმში ერთი თვალწარმტაცი სცენა მეორეს ენაცვლება და ჩინეთის ეკონომიკური სასწაულის მიღმა არსებულ სოციალურ და ეკოლოგიურ განადგურებას ასახავს, იმ ეკონომიკური აღმასვლისა, რომელიც შეიძლება სრულიად მოჩვენებითი აღმოჩნდეს.

ფილმს წინ უსწრებს მოკლემეტრაჟიანი

სრული მომსახურება ALL INCLUSIVE

რეჟ. კორინა შვინგრუბერ ილიჩი / 2019 / 10' / შვეიცარია

 

ფილმი თანამედროვე საზოგადოების დაუოკებელი კონსუმერიზმის ერთგვარი კვლევა. მასში ერთმანეთს ერწყმის იუმორი და მკაცრი კრიტიკა უდარდელი, ლიბერალური, კაპიტალისტური აზროვნებისა.

ჩვენების შემდეგ გამართული დისკუსია შეეხება ბუნებრივი რესურსების მოპოვებას ჭიათურაში, თანმდევ საპროტესტო მოძრაობებსა და სოციალურ უთანასწორობას.

10.jpg

მედუზა

MEDUZA

 

რეჟისორი: კლოე მაკლოტი

2021 / 72' / ბელგია 

 

Sub: ქარ ENG

1913 წელს იტალიის სოფელ როსინიანოში საცხობი სოდის ქარხანა აშენდა. 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ პროდუქტის წარმოებამ ღრმა კვალი დატოვა მისი მოსახლეობის სხეულსა და სულზე. ეს ადგილი უცნაური, ინტენსიური, სტერილური და კოროზიული თეთრი ფერით დაიფარა.

ამ ჰიბრიდული ჟანრის ფილმის საფუძველი სოფლის მცხოვრებთა ნამდვილ დიალოგებია და თავად ისინივე განასახიარებენ საკუთარ თავს. "მედუზა" ოდნავ სუბვერსიული, პოეტური, დრამატული რეალობა და ფანტაზიაა.

5.jpg

წყალქვეშა მიწა

LAND UNDERWATER

რეჟისორი: მადი ბარბერი

2020 / 50' / ესპანეთი

Sub: ქარ ENG

2003 წელს იტოიზის წყალსაცავმა პირენეებში შვიდი სოფელი და სამი ნაკრძალი დატბორა. აქტივისტები, ამ ადგილის ყოფილი მობინადრეები და ფილმის რეჟისორი კვლავ ამ ადგილის წარსულს ხედავენ სიზმრად. „წყალქვეშა მიწა“ მებრძოლი და სიზმრისეული ფილმია, რომელიც წყალში ჩაფლული მიწის კოლექტიურ გლოვას გვაზიარებს.

ფილმს წინ უსწრებს მოკლემეტრაჟიანი

გველეშაპი  GVELESHAPI, THE WATER DRAGON

რეჟისორი: ეკა წოწორია

2023 35' / საქართველო. Sub: ENG

ბაჩოსთვის ბალდის კანიონი ინიციაციის ადგილია. ეს ადგილი მას განსაკუთრებულ ძალას ჰმატებს და მთელ სოფელს უყრის თავს. ერთ დღესაც ბაჩო აღმოაჩენს, რომ კანიონი, რომელიც მისი ბავშვობის ფანტაზიებსა და მოგონებებს ირეკალავს, კერძო ინვესტორმა შემოღობა. ბაჩო და სოფელი მდინარისთვის ბრძოლას იწყებენ, როგორც ზღაპრებშია, გველეშაპის წინააღმდეგ, ხალხს მდინარეს რომ ართმევს."​

ფილმების შემდეგ გამართული დისკუსია შეეხება ნამოხვანჰესის და ბალდის კანიონის საპროტესტო მოძრაობებს.

კინოკლუბისთვის დარბაზის დათმობისთვის მადლობას ვუხდით კინოთეატრ "ამირანს"

  გასული პროგრამები  

1.jpg
Screen Shot 2024-01-15 at 4.23.22 PM.png
fb_თემატური პროგრამა_ნოემ-დეკ.jpg
web თემატური პროგრამა.png
bottom of page