top of page

დოკუმენტური კინოს სამოყვარულო კურსი ფრანგულად

  • Writer: DOCA
    DOCA
  • May 30
  • 2 min read

Updated: 5 days ago

ფრანგული ენის პრაქტიკა შემოქმედების საშუალებით


ტრენერი: ელენე მიქაბერიძე


თარიღი: 30 ივნისი, 1 და 2 ივლისი, 2025

ხანგრძლივობა: 15 საათი

ადგილი: CCA - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი



რას მოიცავს ვორქშოფი


ვორქშოფი გთავაზობთ შესაძლებლობას, დოკუმენტური კინოს ხელოვნება ფრანგული ენის საშუალებით აღმოაჩინოთ.


ფრანგულ ენაზე შემოქმედებითი დავალებების, ფილმების ანალიზისა და ერთობლივი აქტივობების საშუალებით, მონაწილეები შეიძენენ ამბის აუდიოვიზუალურად გადმოცემისთვის საჭირო უნარებს: ინტერვიუების ჩაწერა და წაყვანა, სცენის გადაღება, ინდივიდუალური ხედვის აღმოჩენა.


მონაწილეები ასევე გაეცნობიან ფრანგულენოვან დოკუმენტურ კინოს, როგორც ხელოვნების ფორმას და განიხილავენ ინდივიდუალურ ფილმებს.


ეს იქნება საერთო სივრცე მონაწილეთა შემოქმედებითი ხედვის განვითარებისთვის და ფრანგული ენის დახვეწისთვის. 


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება


  • ნებისმიერს, ვინც ელემენტარულზე დონეზე მაინც ფლობს ფრანგულ ენას 

  • ვისაც სურს ფრანგული ენა პრაქტიკაში გამოიყენოს, შექმნას შინაარსი ფრანგულ ენაზე

  • ვისაც აინტერესებს კინოხელოვნება

  • ვისაც სურს, შეიძინოს ან გაიუმჯობესოს ვიზუალური თხრობის უნარები

  • მონაწილეთა მინიმალური ასაკი: 16 წელი

  • კინო / ვიდეოწარმოების სფეროში წინასწარი გამოცდილება აუცილებელი არაა


რას მიიღებენ მონაწილეები


  • ფრანგული ენის აქტიურ პრაქტიკას შემოქმედებითი თანამშრომლობის საშუალებით

  • უნარს განავითარონ შემოქმედებითი ხედვა და იდეები

  • უნარს აუდიოვიზუალურად გადმოსცენ ამბავი და სტრუქტურირება გაუკეთონ მას

  • ცოდნას ფრანგულენოვანი დოკუმენტური კინოს შესახებ


სამუშაო ენა: ფრანგული 



ვორშოფის განრიგი


30 ივნისი

16:00 - 21:00 


1 ივლისი

16:00 - 21:00


2 ივლისი

16:00 - 21:00



ვორქშოფში მონაწილეობის ღირებულებაა 150 ლარი.


ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად, გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 12 ადამიანი. რეგისტრაცია ღიაა ადგილების შევსებამდე.





კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: info@doca.ge 599 870596



ელენე მიქაბერიძე 1988 წელს დაიბადა საქართველოში, თუმცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ბელგიაში, ბრიუსელში გაატარა. ფრანგული მისი მშობლიური ენაა. ელენემ ბრიუსელში ისწავლა პოლიტიკა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის კვლევებში თეზისით „ომის რეპრეზენტაცია და იდენტობის ნარატივები თანამედროვე ქართულ კინოში“. მან ასევე დაასრულა კინომცოდნეობის კურსები და კინემატოგრაფიაში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა.


ელენე არის EurasiaDoc-ის, EAVE და სხვა პროფესიული პლატფორმების კურსდამთავრებული და ვორქშოფის Film Mosaic-ის კოორდინატორი. მისი დოკუმენტური ფილმის „ლურჯი მოცვის“ პრემიერა 2024 წელს კოპენჰაგენის კინოფესტივალზე CPH:DOX შედგა.


ელენე საქართველოში საცხოვრებლად 2016 წელს დაბრუნდა და დაიწყო ქართული ენის სწავლა. კინოში მუშაობის გარდა, ის ფრანგული ენის მასწავლებელიცაა.



bottom of page