top of page

დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA Georgia) აღმასრულებელი საბჭოს არჩევნები 2023

დოკუმენტური კინოს ასოციაცია 2022 წლის ნოემბერში დაფუძნდა. დღემდე ის ფორმაციის ეტაპზეა. აღმასრულებელი საბჭოს პირველი არჩევნებით ასოციაცია იძენს მანდატს, წევრების ნდობას, იმოქმედოს მისი მისიის შესაბამისად, დოკუმენტურ კინოს სფეროში მომუშავე ადამიანების პროფესიული ინტერესების დასაცავად.


მისია

დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA Georgia) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ჩამოაყალიბოს დოკუმენტური კინოს პროფესიონალების ძლიერი და მდგრადი გაერთიანება, შექმნას უსაფრთხო სივრცე კავშირებისთვის და საქმიანობისთვის, გაზიარებისა და ახალი ინიციატივებისთვის. ამ ერთიანობაზე, ამ სივრცეზე დაყრდნობით DOCA Georgia წარმოადგენს საერთო ხმას, რომელიც იცავს გამოხატვის შემოქმედებით თავისუფლებას და დამოუკიდებელ, გამჭვირვალე ფილმწარმოებას, მუშაობს სექტორში პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის და ფილმების აუდიტორიამდე მიტანისთვის. დოკუმენტური კინოს სექტორის გაძლიერებით გვსურს, მონაწილეობა მივიღოთ საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების მოხდენაში.


DOCA Georgia-ს მმართვალობით ორგანოს წარმოადგენს აღმასრულებელი საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისგან. Მათ შორისაა:


  • DOCA Georgia-ს 4 წევრი, რომელსაც ირჩევენ ასოციაციის წევრები 3 წლის ვადით 


  • 2 დამფუძნებელი, რომელსაც ირჩევს დამფუძნებელთა საბჭო 2 წლის ვადით (პირველი არჩევნებისას, ხოლო შემდეგ - 3 წლის ვადით)


  • 1 მოწვეული წევრი, რომელსაც იწვევს ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭო 2 წლის ვადით (პირველი არჩევნებისას, ხოლო შემდეგ - 3 წლის ვადით)


არჩეული აღმასრულებელი საბჭო საკუთარი რიგებიდან აირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს.

DOCA Georgia-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრობაზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლია ასოციაციის ნებისმიერ წევრს, რომელიც ეთანხმება აღმასრულებელი საბჭოს უფლება-მოვალეობებს. 


DOCA Georgia-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ასოციაციის განვითარების მათეული ხედვა და მოკლე სამოტივაციო წერილი. 

კანდიდატურის წარსადგენად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.


აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი

არჩევნების ჩატარების თარიღი: 25 ივნისი

არჩევნები ჩატარდება ონლაინ, ფარული კენჭისყრის პრინციპით. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მთელი დღის განმავლობაში.


 
DOCA logo
DOCA Logo







დოკუმენტური კინოს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს უფლება-მოვალეობები


უფლებამოსილება: დოკუმენტური კინოს ასოციაციის საბჭოს წევრები უნდა იყვნენ ასოციაციის აქტიური წევრები. მათ უნდა ჰქონდეთ დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართ ინტერესი.


მოვალეობები: აღმასრულებელი საბჭოს წევრები პასუხისმგებელნი არიან ასოციაციის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ზედამხედველობაზე. მათ აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა შეხვედრებში, დისკუსიებში და გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ასოციაციის მიზნების მისაღწევად.


დასწრება: საბჭოს წევრები რეგულარულად დაესწრებიან საბჭოს სხდომებს. თუ საბჭოს წევრი ვერ დაესწრება სხდომას, მან წინასწარ უნდა აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს ან მდივანს და წერილობით მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ან გამოხმაურება.


ინტერესთა კონფლიქტი: საბჭოს წევრებმა თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ასოციაციის ინტერესებს. ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, საბჭოს წევრმა უნდა გაამჟღავნოს იგი და საჭიროების შემთხვევაში, თავი შეიკავოს შესაბამისი დისკუსიებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


კონფიდენციალობა: საბჭოს წევრებმა უნდა დაიცვან კონფიდენციალობა სენსიტიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება საბჭოს სხდომებზე.


ქცევის კოდექსი: საბჭოს წევრები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ დაიცავენ ეთიკურ სტანდარტებს და იმოქმედებენ პატიოსნად ყველა მათ საქმიანობაში ასოციაციის სახელით; საბჭოს სხვა წევრებთან, ასოციაციის წევრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობენ პატივისცემის, სამართლიანობისა და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვით. 


გადაწყვეტილების მიღება: საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესით, ასოციაციისა და მისი წევრების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საბჭოს წევრები უნდა ჩაერთონ კონსტრუქციულ დოსკუსიებში, მოუსმინონ სხვადასხვა მხარეებს და შეეცადონ მიაღწიონ შედეგს.


მმართველობა და შესაბამისობა: საბჭოს წევრებმა უნდა შეასრულონ ყველა მოქმედი კანონი, რეგულაცია და პოლიტიკა, რომელიც არეგულირებს ასოციაციის საქმიანობას. მათ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ფინანსური ზედამხედველობა, მათ შორის ბიუჯეტირება, ფინანსური ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება.


გადადგომა და თანამდებობიდან გათავისუფლება: საბჭოს წევრებს შეუძლიათ ნებაყოფლობით დატოვონ თანამდებობა, საბჭოს თავმჯდომარის ან სხდომის მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. მძიმე გადაცდომის ან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბჭოს წევრს შეუწყდეს უფლებამოსილება საბჭოს დანარჩენი წევრების გადაწყვეტილების საფუძველზე.


უფლებამოსილების ვადა: აღმასრულებელი საბჭოს წევრები აირჩევიან 3 წლის ვადით ხელმეორედ არჩევის უფლებით. ასოციაციის საბჭოს წევრების პირველი არჩევნების შემდეგ, როტაციული პრინციპის შემოღების მიზნით, საბჭოს წევრების ნაწილის გადარჩევა მოხდება 2 წლის შემდეგ.


Commenti


I commenti sono stati disattivati.
bottom of page