top of page

​დამოუკიდებელი კინოთეატრებისა და კულტურული სივრცეების არქიტექტურა და დიზაინი​15-17 ივნისი


დამოუკიდებელი კინოთეატრებისა და კულტურული სივრცეების არქიტექტურა და დიზაინი​

დოკუმენტური კინოს ასოციაცია​ თბილისის არექიტექტურის ბიენალესთან თანამშრომლობით​ატარებს ვორქშოფს: ​დამოუკიდებელი კინოთეატრებისა და კულტურული სივრცეების არქიტექტურა და დიზაინი​15-17 ივნისი

ვოქრშოფი განკუთვნილის ფილმების გამავრცელებლებისტვის, კულტურის მენეჯერებისთვის და არქიტექტორებისთვის. 

3-დღიანი ვორქშოფი განსხვავებული სფეროს ადამიანებს ერთი მიზნის გარშემო გააერთიანებს - შეიმუშაონ თუ განავითარონ დამოუკიდებელი კინოთეატრებისა თუ კულტურული სივრცეების არქიტექტურული პროექტები, სადაც სივრცითი მოწყობა აუდიტორიის სახელოვნებო განცდის ნაწილია, მიმზიდველია თავშეყრისთვის და ხელს უწყობს სივრცის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. 

ვორქშოფის მენტორია ფრანგი არქიტექტორი ჟან-მარკ ლალო, რომელსაც 20-წლიანი გამოცდილება აქვს ისეთი ურბანული სივრცეების დიზაინში, სადაც ხალხი იყრის თავს. ასეთებია სახელოვნებო ცენტრები, კინოთეატრები, თეატრები, რესტორნები.

ვორქშოფის პირველი დღე დაეთმობა თბილისში ურბანული და სახელოვნებო სივრცეების ხილვასა და მიმოხილვას. მეორე დღეს ჟან-მარკ ლალო მონაწილეებს გაუზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას, მინიშნებებს, შთაგონებებს, ასეთი სივრცეებისთვის დამახასიათებელ წესებსა და პრაქტიკას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფები იმუშავებენ რეალურ თუ მოაზრებით პროექტებზე, რომლებსაც მესამე დღეს საჯაროდ წარადგენენ.

ვორქშოფი წარმოადგენს იმპროვიზაციის, ახალი ცოდნის მიღების, სხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრის, თქვენი სახელოვნებო სივრცის განვითარებისა (თუ გაქვთ ასეთი) და ისეთ დამოუკიდებელ კინოთეატრზე ოცნების საშუალებას, რომელიც, ერთ მშვენიერ დღეს რეალობად იქცევა.

სამუშაო ენა: ინგლისური


ვორქშოფის ორგანიზატორია დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA Georgia) თბილისის არქიტექტურის ბიენალესთან თანამშრომლობით. ვორქშოფი ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით - ფრანგული ინსტიტუტი, თბილისის მერია, ევროკავშირის პროექტი EU4Culture, გოეთეს ინსტიტუტი და TBC Concept.


The workshop is made possible through generous contribution and support of our partners:

Tbilisi Architecture Biennial

Tbilisi City Hall

French Institute

Goethe Institute

TBC Concept

European Union

in the Frames of EU4Culture Project









コメント


コメント機能がオフになっています。
bottom of page