top of page

ზაზა რუსაძე

რეჟისორი, პროდიუსერი

ზაზა რუსაძე დაიბადა 1977 წ. თბილისში.

1996 წ. საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში, სადაც ბაბელსბერგის კონრად ვოლფის სახელობის კინო-უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა.

2003 წ. რუსაძის სადიპლომო ნამუშევარი, დოკუმენტური ფილმი “ბანდიტები”, ფრანგულ-გერმანულ ტელემაუწყებელ ARTE-სთან თანამშრომლობით განხორციელდა. “ბანდიტები” საერთაშორისო კინოფესტივალების გარდა, ევროპულ და ქართულ ტელეარხებზე იქნა ნაჩვენები.

2007 წელს რუსაძემ თბილისში დააფუძნა კინო-საწარმოო კომპანია ზაზარფილმი და მას შემდეგ საქართველოსა და ევროპაში მუშაობს.

რუსაძის სარეჟისორო დებიუტის, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "ჩემი საბნის ნაკეცი" მსოფლიო პრემიერა 2013 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა; ფილმა სექცია პანორამა გახსნა.

სარეჟისორო და საპროდიუსერო საქმიანობის პარალელურად, იგი საერთაშორისო კო-პროდუქციებზე რეჟისორის პირველ ასისტენტად მუშაობდა და თანამშრომლობდა რეჟისორებთან ინეკე სმიტსი, დიტო ცინცაძე, იულია ლოკტევი, ოთარ იოსელიანი და ნანა ექვთიმიშვლი.

2015 წელს ზაზარფილმის წარმოებული "როცა დედამიწა მსუბუქია" ამსტერდამის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე პრიზით საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისათვის აღინიშნა.

2015-2017 წლებში რუსაძე ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალის შესარჩევი კომისიის წევრი იყო.

2020 წ. “ევრიდიკე (Kreidler)”, მის ვიდეო-ნამუშევარს ანდრეას რაიზესთან თანა-რეჟისორობით, ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე პრიზი საუკეთესო გერმანული მუსიკალური ვიდეოსათვის MuVi Award 2020 გადასცეს.

2020-2021 წლებში ზაზა რუსაძე სტამბულში, კულტურის აკადემია თარაბიას სტიპენდიატი გახლდათ. ამჟამად იგი ბერლინში ცხოვრობს, ჰამბურგსა და ვენაში თეატრალური სცენებისათვის ვიდეო-გამოსახულებას აკეთებს და გერმანულ ენაზე მისი პირველი მხატვრული რომანის წერას ასრულებს.

ფილმოგრაფია
  • 2015  WHEN THE EARTH SEEMS TO BE LIGHT - Producer

  • 2013  A FOLD IN MY BLANKET - Director, Producer

  • 2003  BANDITS - Director

კონტაქტი:

Zazarfilm

bottom of page