_edited.jpg)
თინათინ გურჩიანი
რეჟისორი
თინათინ გურჩიანი დაიბადა თბილისში, საქართველოში. ის სწავლობდა ფერწერასა და ფსიქოლოგიას გერმანიასა და ავსტრიაში. ფსიქოლოგიის ბაკალავრის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა რეჟისურის მიმართულებით პოტსდამ-ბაბელსბერგის კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის უნივერსიტეტში (HFF Konrad Wolf, გერმანია), რომელიც ასევე წარჩინებით დაასრულა 2010 წელს.
2007 წელს მისმა სტუდენტურმა ნამუშევრებმა მოიპოვეს DAAD-ის პრემია მხატვრული და სოციალური აქტიურობისთვის კინოში. 2012 წელს, თავისი სადიპლომო ფილმით ნომინირებული იყო გერმანიის კინემატოგრაფიის აკადემიის პრემია First Steps-ზე.
მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს აჩვენეს და დააჯილდოვეს 140-ზე მეტ ქვეყანაში, ისეთი ფესტივალების ფარგლებში, როგორებიცაა: IDFA, Sundance, Hot Docs, MOMA, DOK Leipzig, Thessaloniki IFF, Viennale, AFI Docs, Visions du Réel Nyon, Busan IFF და სხვ. ფილმმა მოიპოვა საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სანდენსის ფესტივალზე (2013), Filmmaker Award Hot Docs-ზე (2013), It’s All True პრემია ბრაზილიაში და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოები.
თინათინ გურჩიანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში და ბერლინში.
ფილმოგრაფია
2024 Love Song. Pastorale - documentary - 93 min - TTFilm, Georgia
2020-2021 Seansi - In Treatment - drama TV-Series - 45 episodes for Georgian Public Broadcaster
2012 The Machine Which Makes Everything Disappear - documentary - 90 min/52 min, TTFilm - Georgia/Germany
2011 Away - Fiction - 65 min - HFF/Georgian Film - Germany/Georgia
2006 Time of Souls - documentary - 37 min HFF-Volker Koepp - Germany
2005 Woman about Themselves - documentary - 15 min, HFF, Arte, ZDF, Soray - Germany-Iran
2004 Killer - fiction - 35 min - HFF Konrad Wolf - Germany
2003 Augenblick - short fiction - 15 min - HFF Konrad Wolf - Germany
2002 Sunday in Berlin - Documentary - 30 - HFF Konrad Wolf, Germany