
თათია გურგენიძე
პროდიუსერი
თათია გურგენიძე დაიბადა 1983 წელს თბილისში. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სახელმწიფო მართვის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო სოციალური და პლიტიკური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი უფსალას უნივერსიტში, შვედეთში.
კულტურის სფეროში 15 წელზე მეტი გამოცდილების განმავლობაში, ის მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში. ბოლო რამდენიმე წელია, თათია არის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდის წევრი, სადაც ხელმძღვანელობს საელჩოებთან და საერთაშორისო კულტურულ ორგანიზაციებთან პარტნიორობებს.
2022 წლიდან კი იგი შეუერთდა ნუში ფილმის გუნდს, სადაც კოორდინაციას უწევდა „კინო მოზაიკის“ ვორქშოფებს დანიის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის თანამშრომლობით. მას შემდეგ, იგი აქტიურად არის ჩართული კომპანიის კინოპროდუქციის წარმოებაში.
ფილმოგრაფია
2024 INHALE - 13 min - Georgia, Switzerland - Director: Melana Sokhadze, Producer: Tatia Gurgenidze, Rhea Plagg
2028 (in development) This Is Not My Sea - 75 min (presumed) - Director: Elena Mikaberidze, Producer: Tatia Gurgenidze