top of page

სოფო ჩხეიძე

რეჟისორი

დოკუმენტური კინოს რეჟისორი საქართველოდან. დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აუდიოვიზუალური და მედია ხელოვნების ბაკალავრიატი. ის მუშაობს როგორც დოკუმენტურ, ასევე მხატვრულ და მულტიმედია პროექტებზე.


სოფო მუშაობდა ჟურნალ Indigo-ში ვებ-რედაქტორად, და ვიდეო კონტენტის შემქმნელად. ასევე თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია StudioMobile – Accent on Action-თან, სადაც ქალთა უფლებებსა და მარგინალიზებულ ჯგუფებზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობაში და რეგიონებში სემინარებისა და ჩვენებების ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. მედია პლატფორმა Chai Khana-სთან თანამშრომლობით, გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ერთი ჩვენგანი მკვდარია: ხალიჩის ამბავი (2024).


ამჟამად არის Caucasus Cinema-ს — ფილმების წარმოების პროგრამის დირექტორი და ნარატიული პოდკასტი Taxi Taxi -ს პროდიუსერი. მუშაობს რამდენიმე სადებიუტო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე, მათ შორის გადამფრენი ფრინველი (Bird of Passage) — ბათუმის საზღვაოსნო კულტურაზე.

ფილმოგრაფია

2025 MAN TO BE BURIED - 7 min - Georgia - Director, editor
2024 ONE OF US IS DEAD: Story of a carpet - 23 min - Georgia - Director, cinematographer, editor
2023 HEART-SWING - 12 min - Georgia - Director, editor
2023 A FENCE IS THE MARK OF RESPECT - 12 min - Georgia - Cinematographer, editor
2022 TOMBSTONES AND CATS - 11 min - Georgia - Cinematographer, editor
2022 CRYING IS NOT ALLOWED - 7 min - Georgia - Director, editor

bottom of page