top of page

სალომე ჯაში

რეჟისორი, პროდიუსერი

სალომე ჯაში [დ. 1981, თბილისი, საქართველო] სწავლობდა დოკუმენტურ კინოს ლონდონის როიალ ჰოლოუეის უნივერსიტეტში (Royal Holloway, University of London). ის არის Sakdoc Film-ის თანადამფუძნებელი — კომპანიის, რომელიც რამდენიმე პროექტზე მუშაობს, თუმცა ძირითადად ფოკუსირებულია მხატვრული ღირებულებებით გამორჩეულ ფილმებზე.


სალომეს დოკუმენტურმა ფილმმა მოთვინიერება [2021] პრემიერა მოიპოვა სანდენსის კინოფესტივალის მსოფლიო დოკუმენტური კინოს კონკურსში და ბერლინალეს ფორუმზე. იგი ასევე იყო ნომინირებული ევროპულ კინოპრემიაზე. მისი წინა ფილმი დაისის მიზიდულობა[2016] დაჯილდოვდა მთავარი პრიზით ვიზიონ დურეელის „ახალი თვალის“ კონკურსში და სხვა ფესტივალებზე — მათ შორის ZagrebDox, Jihlava IDFF, FIC Valdivia. ადრინდელი ფილმი ბახმარო [2011] ნომინირებული იყო აზია-წყნარი ოკეანის კინოპრემიაზე და DOK Leipzig-ზე სპეციალური აღნიშვნა მიიღო. ეს სამი ფილმი Arte-ს “La Lucarne”-ის მხარდაჭერით შეიქმნა.


როგორც პროდუსერმა, სალომემ შექმნა დოკუმენტური ფილმი რას გრძნობდა ოთახი[2021], რომელმაც პრემიერა IDFA-ს მთავარ კონკურსში ჰქონდა.

მისი როგორც მოკლე, ასევე სრულმეტრაჟიანი ფილმები წარმოდგენილი იყო 2023 წლის სექტემბერში BAMPFA-ს მიერ ორგანიზებულ რეტროსპექტივაში, რომელიც მოიცავდა ჩვენებებსა და შეხვედრებს.

სალომე ჯაში აქტიურად ასწავლის საერთაშორისო დონეზე. თანამშრომლობდა ისეთ ვორქშოპებთან, როგორიცაა Docs by the Sea, Baltic Sea Docs, Ex-Oriente Film Workshop, Below Zero, Circle, B2B Doc, Summer Media Studio (ლიტვა), DocEdge Kolkata, Doc School Kathmandu და სხვ.

ის არის ბერლინის ხელოვნების პრიზისა (Berlin Art Prize, 2024) და KAIROS Prize-ის (2024) მფლობელი. ასევე იყო DAAD Artists-in-Berlin Program-ის სტიპენდიატი (2020) და ნიპკოუს სტიპენდიანტი (Nipkow Scholarship, 2017). სალომე არის ევროპის კინოაკადემიისა და ევროპის დოკუმენტური ასოციაციის (DAE) წევრი. 2023 წლიდან ის არის DOCA — დოკუმენტური კინოს ასოციაცია საქართველოს თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე.


ფილმოგრაფია
  • 2023  A CRYPTO RUSH AFTERMATH - 22 min - Georgia - Director, cinematographer - made for Chai Khana

  • 2021  TAMING THE GARDEN - 91 min - Director, co-cinematographer, co-producer. Switzerland, Germany, Georgia. WP Sundance

  • 2018  THE TOWER - 4  min - Director, cinematographer

  • 2016  THE DAZZLING LIGHT OF SUNSET - 74 min - Georgia, Germany - Director, cinematographer, producer. WP Visions du Réel

  • 2011  BAKHMARO - 60 min - Georgia, Germany - Director, cinematographer. WP DOK Leipzig

  • 2010  THE LEADER IS ALWAYS RIGHT - 43 min - Georgia - Director, editor

  • 2009  SPEECHLESS - 12 min - experimental short - Georgia - Director, editor

  • 2006  THEIR HELICOPTER - 22 min - Georgia, UK - Director, editor. IP Rotterdam IFF

bottom of page