top of page

რუსუდან გაფრინდაშვილი

რეჟისორი

რუსუდან გაფრინდაშვილი გერმანიაში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორია. მას განათლება მიღებული აქვს ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების, მედია მენეჯმენტისა და კინოწარმოების მიმართულებით. სხვადასხვა დროს იგი სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტის მედიის კვლევის ინსტიტუტში, ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრში (ICP), დორტმუნდის ტექნიკურ უნივერსიტეტსა (TU Dortmund) და ბოხუმის SAE ინსტიტუტში (გერმანია).

მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ნამსხვრევები“ ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალის წამახალისებელი პრიზის მფლობელი გახდა. ახლახან მან დაასრულა მუშაობა შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმზე „როგორ ველაპარაკოთ ლიდიას?“ (2025 წლის აპრილი). ქართულ-გერმანული კოპროდუქციის მსოფლიო პრემიერა 2025 წელს, Job Film Days-ის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე შედგა, სადაც ფილმმა ჟიურის მთავარი პრიზი (Grand Jury Prize) მოიპოვა. ფილმი ასევე ნომინირებული იყო ჯუზეპე შებესტას სახელობის ანთროპოლოგიური კინოს პრიზზე (2025) და ჩინეთის დოკუმენტური კინოს აკადემიის მე-15 დაჯილდოებაზე, სადაც „საუკეთესო დოკუმენტური ფილმის“ ჯილდო მოიპოვა.

პროექტი წარდგენილი და განვითარებული იყო ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმებსა და ფესტივალებზე, როგორიცაა: DOK Leipzig, Beldocs, East-West Talent Lab, კრაკოვის კინოფესტივალი (B2B Doc Pitch) და Close Up პროგრამა (2023/24). ფილმს მიღებული აქვს Pitch the Doc Award (ბელგრადი, 2022), Whicker’s Award და MEDIMED Award (თბილისი, 2024).

ამჟამად, მისი ახალი მხატვრული ფილმის პროექტი „მეორადები“ (Second Hands) ჩართულია LIM Development პროგრამაში. აღნიშნული პროგრამა Le Groupe Ouest-ის ინიციატივაა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ წამყვან სცენარის განვითარების პლატფორმაა და მხარდაჭერილია Creative Europe MEDIA-ს მიერ.

ფილმოგრაფია
  • 2026 In Development SECOND HANDS - Germany, Georgia, France  -Director/Scriptwriter

  • 2025 HOW TO TALK TO LYDIA - Germany, Georgia - Director/Scriptwriter

  • 2024  POLYCHROME FRANSEN - Germany - Director/Scriptwriter

  • 2022  Bruchstücke - 8 min - Germany - Director/Scriptwriter

  • 2021  Heterotopie - 20 min - Germany - Director/Scriptwriter

კონტაქტი:

lydiafilmproject@gmail.com

bottom of page