
ნინო ორჯონიკიძე
რეჟისორი, პროდიუსერი
ნინო ორჯონიკიძე დოკუმენტური კინოს რეჟისორი და პროდიუსერია. მისი ბოლო ფილმის "გვირაბი" (ZDF/ARTE-ს კოპროდუქცია) პრემიერა IDFA-ს კინოფესტივალზე შედგა. 2008 წელს მეგობრებთან ერთად დაარსა საპროდუქციო კომპანია არტეფაქტ პროდაქშენი. 2012 წლიდან დღემდე ნინო ასწავლის დოკუმენტურ კინოს წარმოებას GIPA-ში, 2015 წლიდან კი კურირებს Chai Khana Media პლათფორმის დოკუმენტური ფილმებს, რის ფარგლებშიც მუშაობს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დამოუკიდებელ რეჟისორებთან, არის ასზე მეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმის რედაქტორი. ნინო ორჯონიკიძემ დაამთავრა გოლდსმისი, ლონდონის უნვერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2008 წლამდე მუშაობდა რეპორტიორად და სხვადასხვა სატელევიზიო პროექტის პროდიუსერად.
ფილმოგრაფია
2019 A TUNNEL - 92 min - Georgia, Germany - Director, Producer
2012 ENGLISH TEACHER - 52 min - Georgia - Director, Producer
2009 ALTZANEY - 30 min - Georgia - Director, Producer
2005 THE BRIDGE - 35 min - Georgia - Director, Producer