top of page

ნინო მემანიშვილი

რეჟისორი

ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის, კინოსა და თეატრის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კინოსა და ტელე-რეჟისორის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

 შემდეგ მუშაობა ტელევიზიაში, ვიდეო მემონტაჟედ დავიწყე. მაქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ციფრული ვიდეო მასალის რედაქტირებაში. ამჟამად ვმუშაობ სამხრეთ კავკასიის მედია ორგანიზაციაში Go Group Media/Jam-News, როგორც რეჟისორი, ვიდეო მემონტაჟე და ოპერატორი. 2019 წელს დავაარსე კინოკომპანია "სტუდია ჩვენ".

2018 წელს, საერთაშორისო ფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ის საზაფხულო სკოლაში წარვადგინე ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტი "მე არ მაქვს ფრთები". 2020 წლის დეკემბერში ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ლონდონში, Lift-Off Global Network-ის კინო ფესტივალზე, სადებიუტო ნამუშევრების სექციაში. 2021 წელს შედგა ქართული პრემირა CinéDOC-თბილისის კინოფესტივალზე, ნაჩვენები იყო თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე და ასევე რამოდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე საზღვარგარეთ. მიღებული აქვს ჯილდოები, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე იაპონიაში, ვლახეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე რუმინეთში და საპატიო წოდება Deep Focus Film Festival-ზე აშშ-ში. "იდენტობა პროცესში"- ჩემი მეორე კინოპროექტია, 2019 წლის Civil Pitch-ზე მოიპოვა განვითარების ჯილდო.


ფილმოგრაფია
  • In post-production - IDENTITY IN PROCESS - 63 min - Documentary - Georgia - Studio CHVEN - Director, Editor

  • 2023 - BECAUSE OF LOVE - 28 min - Documentary - Georgia - Director, Cinematographer, Editor - GoGroup Media/Jamnews

  • 2023 - ANOTHER ME - 15 min - Fiction - Georgia - Studio CHVEN - Director, Editor

  • 2020 - I HAVE NO WINGS - 75 min - Documentary - Georgia - Studio CHVEN - Director, Editor

  • 2003 - TIME GOES FASTER THAN... - 15 min - Fiction - Georgia - Director, Cinematographer, Editor

  • 2001 - CHVEN - 3 min - Fiction - Georgia - Director

კონტაქტი:

Studio CHVEN

ni.memanishvili@yahoo.com

bottom of page