
ნინო ბენაშვილი
რეჟისორი
ნინო ბენაშვილი არის რეჟისორი და სცენარისტი თბილისიდან, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ნიუ-იორკში. 2025 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის Tisch-ის კინოსკოლის მაგისტრატურა. არის BAFTA US BBC Diversity-ის სტიპენდიატი და Maurice Kanbar-ის ჯილდოს მფლობელი. მისი საქმიანობა მოიცავს როგორც დოკუმენტურ, ისე მხატვრულ კინოს.
ნინოს ფილმები ნაჩვენებია ფესტივალებზე, მათ შორის San Sebastián, Tallinn Black Nights, Palm Springs ShortFest და Santa Barbara, ასევე გადაცემულია PBS-ზე. მიღებული აქვს Jagat Murari-ის რეჟისურის ჯილდო და ბრინჯაოს Remi WorldFest Houston-ზე.
ამჟამად ასრულებს პოსტპროდაქშენს მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე Tulamaruing და მუშაობს სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ პროექტზე Of the Trees Unmoved.
რეჟისურასთან ერთად, ნინო მუშაობს ოპერატორად, მონტაჟის რეჟისორად და ხმის დიზაინერად დამოუკიდებელ პროექტებზე, მათ შორის სპაიკ ლისა და ალექსანდრ როკველის ფილმებზე. 2025 წელს იყო BAFTA-ს სტუდენტური ჯილდოსა და Emmy-ის დოკუმენტური კატეგორიის ჟიურის წევრი.
ფილმოგრაფია
In production – Of the Trees Unmoved ~90 min – Director, Writer, Producer, Camera, Editor
2025 – Tulamaruing – 8 min – Director, Writer, Producer, Editor, Camera
2024 – Where Time Stood Still – 13 min - Director, Writer, Producer, Editor, Sound Designer
2022 – Medusa – 4 min – Director, Writer, Producer, Editor, Sound Designer
2021 – Children of Nikozi – 31 min – Director, Writer, Producer, Editor, Camera, Composer