top of page

ნიკოლოზ ბეჟანიშვილი

რეჟისორი

ნიკოლოზ ბეჟანიშვილი დაიბადა 1981 წლის 21 ივლისს, 

1996-98 წლებში სწავლობდა თბილისის ხელოვნების გიმნაზიაში, რეჟისურისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

1998-2004 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 

ნიკოლოზს გადაღებული აქვს 3 მოკლემეტრაჟიანი მხატრული, 20 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.

2015 წელს ნიკოლოზმა გადაიღო მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “შავი კვადრატი”, რომლის ჩვენება გაიმართა რამდენიმე საერთაშორისო კინო ფესტივალზე. მიღებული აქვს 2 ჯილდო, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში.

2015 წელს ნიკოლოზ ბეჟანიშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში American Film Showcase,  რომელიც გაიმართა ლოს ანჯელესში. მან გაიარა კურსი დოკუმენტური კინოს მიმართულებით. 

2022 წელს მისი დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA).

. 2015 წლიდან ნიკოლოზ ბეჟანიშვილი არის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ასოციაციის (The International Documentary Association-IDA) წევრი.

2018 წელს ნიკოლოზმა დააარსა დოკუმენტური სტუდია „NIKADOCFILM”


ფილმოგრაფია
  • ამბავი, მოკლემეტრაჟიანი მხატრული (2000) 10 წუთი,

  • რეჟისორი, პროდიუსერი, 

  • გუშინ-დღეს, მოკლემეტრაჟიანი მხატრული (2000) 25 წუთი,

  • რეჟისორი, პროდიუსერი, 

  •  ორი მუსიკოსი, მოკლემეტრაჟიანი მხატრული (2000) 20 წუთი,

  • რეჟისორი, პროდიუსერი, 

  • კარვების ქალაქი, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური (2000) 20 წუთი,

  • რეჟისორი, პროდიუსერი, 

  •  შავი კვადრატი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური (2015) 52 წუთი. რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი

  • ძალადობის პირისპირ: დანაშაულები სექს-მუშაკების მიმართ- მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური (2016) რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი. 

  • პაციენტის დღიურები (2017) 20 წუთი, დოკუმენტური, რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი.

  • აღდგომა (2022) სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური, 94 წუთი, რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი

კონტაქტი:

NIKADOCFILM

Linkedin

bottom of page