
ნიკ ვოიგტ
რეჟისორი, კინოოპერატორი
ნიკ ვოიგტმა თავისი კარიერა ფოტოგრაფიით დაიწყო და დოკუმენტური კინოს სიყვარული აღმოაჩინა მაშინ, როდესაც ფოტოგრაფიასა და კინემატოგრაფიას სწავლობდა დე მონფორტის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან ათი წელი სხვადასხვა როლში იმუშავა — ოპერატორად, სტუდიის პროდიუსერად, მემონტაჟედ და რეჟისორად კორპორატიულ ფილმებში, ტელერეპორტაჟებსა და სარეკლამო ინდუსტრიაში.
ნიკის დოკუმენტური კარიერა 2014 წელს დაიწყო, როდესაც პირველად ეწვია საქართველოს და დაიწყო დოკუმენტური ფილმის ჯადოსნური მთა გადაღება. ამ გამოცდილებამ მისი დოკუმენტური კინოსადმი გატაცება ხელახლა გააღვიძა.
დღესდღეობით იგი ძირითადად მუშაობს როგორც ოპერატორი და აქვს ცხრა დოკუმენტურ ფილმზე ნამუშევარი. მისი ნამუშევრები ნაჩვენები იყო Arté-ზე და გაშუქდა არაერთ ევროპულ კინოფესტივალზე.
ნიკი ასევე ასწავლის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს და ხშირად არის ჟიურის ან შერჩევის კომიტეტის წევრი სხვადასხვა კინოფესტივალზე. იგი დღესაც აქტიური ფოტოგრაფია.
ფილმოგრაფია
2023 MAGIC MOUNTAIN - 73 min - Co-Director, D.O.P, Editor - OpyoDoc and Polish TV - Georgia
2021 WATER HAS NO BORDERS - 85 min - D.O.P - OpyoDoc and Faites Un Voue - Georgia
2021 THE BOND GIRL AND THE GENERAL - 52 min - D.O.P - Georgia
2020 RESPUBLIKA - D.O.P - OpyoDoc - Georgia
2022 THE PORT THAT NEVER WAS - D.O.P - Filmpunkt, Arte - Georgia
2023 STALIN'S COLA - D.O.P - Filmpunkt - Georgia
2019 GREAT EXPECTATIONS - D.O.P - La Boîte à Songe - Armenia
2017 BEFORE FATHER IS BACK - 75 min - D.O.P - Nushi Films - Georgia
2016 LISTEN TO THE SILENCE - 80 min - Producer, Second camera - Georgia