
მარიამ ჭაჭია
რეჟისორი, პროდიუსერი
მარიამ ჭაჭია დოკუმენტური კინოს რეჟისორი და პროდიუსერია საქართველოდან. მისი კინოკარიერა 2007 წელს დაიწყო საბავშვო მოკლემეტრაჟიანი ტელესერიალით „რეზინი“. 2013 წელს გადაიღო პირველი დოკუმენტური ფილმი, ფრანგულ Ardèche Images Production-თან კოპროდუქციაში. 2016 წელს მარიამმა გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მოუსმინე სიჩუმეს, რომელსაც მსოფლიო პრემიერა ლაიფციგის დოკუმენტურ კინოფესტივალზე ჰქონდა (DOK Leipzig 2016) და Next Masters კონკურსში ოქროს მტრედი მოიპოვა.
მარიამი ასევე პროდისერია ფილმების წყალს საზღვრები არ აქვს (მარადია ცაავას რეჟისორობით) და რესპუბლიკა (თინათინ ემირიძისა და ხვიჩა ემირიძის რეჟისორობით).
მარიამის შემდეგი ფილმის პრემიერა ჯადოსნური მთა, რომელიც ნიკ ვოიგტთან ერთად გადაიღო დოკ მიუნხენში შედგა, ფილმმა ბევრი საერთაშორის ფესტივალის პრიზი მოიპოვა.
რეჟისორობასა და პროდიუსერობასთან ერთად, მარიამი უკვე ხუთი წელია მუშაობს მენტორად დოკუმენტური კინოს სფეროში. იგი არაერთი კინოფესტივალის ჟიურის წევრი ყოფილა და ასევე მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო ვორქშოპებსა და პროგრამებში.
ფილმოგრაფია
2023 MAGIC MOUNTAIN - by Mariam Chachia, Nik Voigt - Director, producer
2022 AT HOME by Maradia Tsaava - Producer
2022 RESPUBLIKA by Khvicha Emiridze, Tinatin Emiridze - Producer
2022 A STAGE. STILL WE PLAY ON by George Varsimashvili - Co-writer
2021 WATER HAS NO BORDERS by Maradia Tsaava - Producer
2016 LISTEN TO THE SILENCE - Scriptwriter, director, producer
2013 KIROV STREET 8 - Scriptwriter, director
2010 THIS IS AN EARTH - short animation - Scriptwriter, director
2007 RUBBER - Series of short films for children - Director