
ლუკა ბერაძე
რეჟისორი
ლუკა ბერაძე დაიბადა თბილისში, საქართველოში. 2011 წელს დაამთავრა თბილისის მასმედიისა და საზოგადოებრივ კომუნიკაციათა საერთაშორისო ინსტიტუტი კინორეჟისურის მიმართულებით.
საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმების, მუსიკალური კლიპებისა და სარეკლამო რგოლების გადაღების გარდა, ლუკა სხვადასხვა ადგილობრივ კინოპროექტზე ასისტენტ-რეჟისორად მუშაობდა. 2016 წელს მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „წავედი, ვნახე, გავაკეთე“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. მისი უახლესი დოკუმენტური ფილმის „ღიმილიანი საქართველო“ [2023] პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
ფილმოგრაფია
2023 SMILING GEORGIA - 68 min - Documentary - Director. WP Karlovy Vary IFF
2021 SORRY FOR BEING LATE - 19 min - Fiction - Director
2016 I WENT, I SAW, I FIXED - 29 min - Documentary - Director