
ლანა ღოღობერიძე
რეჟისორი
ლანა ღოღობერიძე (დ.1928 წლის 13 ოქტომბერს, თბილისი) — გამორჩეული ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მხატვარი, მთარგმნელი და ესეისტია.
მისი ფილმი „დღეს ღამე უთენებია“ მონაწილეობდა 1984 წლის კანის კინოფესტივალზე. იმავე წელს ის იყო ჟიურის წევრი 34-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისი ფილმები არაერთხელ დაჯილდოებულა საერთაშორისო პრიზებით და წარმოდგენილი იყო ვენეციის, ტოკიოს, სან-რემოსა და სხვა ფესტივალებზე.
მის ფილმოგრაფიაში ასევე შედის: „მე ვხედავ მზეს“ (1964), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978) და „ვალსი პეჩორაზე“ (1992), რომელიც წარმოებულია „ქართული ფილმის“ მიერ. ლანა ღოღობერიძის ფილმების უმრავლესობა ქართველ მწერალ, ზაირა არსენიშვილთან სცენარის თანაავტორობითაა შექმნილი.
ლანა ღოღობერიძემ 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1958 წელს - მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1975 წელს ხელმძღვანელობდა რეჟისორის სტუდიას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1992-1999 წლებში ის იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2005 წლებში მსახურობდა საქართველოს ელჩად ევროპის საბჭოში, ხოლო 2006-2009 წლებში წარმოადგენდა საქართველოს იუნესკოში.
მის თარგმანებს შორისაა ვოლტ უიტმენის, რაბინდრანათ თაგორის, პოლ ვერლენის, ანა ახმატოვას, ბორის პასტერაკის და პოლ ელუარის პოეზია.
მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“ პირველად გამოიცა 2003 წელს.
ლანა ღოღობერიძე დოკუმენტური კინოს ასოციაცია „DOCA“-ს საპატიო წევრია.
ფილმოგრაფია
2023 MOTHER AND DAUGHTER, OR THE NIGHT IS NEVER COMPLETE ( დედა და შვილი ან ღამე არა არის არასოდეს ბოლომდე ბნელი ) - Documentary - Georgia - Director, Writer, Editor
2019 GOLDEN THREAD ( ოქროს ძაფი ) 90 min - Drama - Georgia - Director, Writer
1992 WALZ ON THE PETSCHORA ( ვალსი პეჩორაზე ) - 104 min - Drama - Georgia - Director, Co-writer
1986 FULL CIRCLE - 100 min - Soviet Union - Drama - Director, Co-writer
1984 DAY IS LONGER THAN NIGHT ( დღეს ღამე უთენებია ) - 138 min - Soviet Union - Drama - Director, Co-writer
1981 A LETTER TO THE CHILDREN ( წერილები შვილებთან ) - 52 min - Documentary - Director
1978 TURNOVER ( ორომტრიალი ) - 100 min - Soviet Union - Drama - Director
1978 SOME INTERVIEWS ON PERSONAL MATTERS ( რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე ) - 95 min - Soviet
Union - Drama - Director, Co-writer
1975 COMMOTION ( აურზაური სალხინეთში ) - 100 min - Soviet Union - Drama - Director, Co-writer
1975 THE LITTLE INCIDENT - 85 min - Soviet Union - Drama - Director, Co-writer
1972 WHEN ALMONDS BLOSSOMED ( როცა აყვავდა ნუში ) - 75 min - Soviet Union - Drama - Director, Co-writer
1968 LIMITS ( ფერისცვალება ) - 83 min - Soviet Union - Drama - Director, Co-director
1965 I SEE THE SUN ( მე ვხედავ მზეს ) - 82 min - Soviet Union - Drama - Director, Co-writer
1961 UNDER ONE SKY ( ერთი ცის ქვეშ ) - 85 min - Soviet Union - Drama - Director, Writer
1959 TBILISI, 1500 YEARS - Soviet Union - Director
1958 GELATI ( გელათი ) - Soviet Union - Director