
ქეთი მაჭავარიანი
რეჟისორი, პროდიუსერი
ქეთი მაჭავარიანმა 1995 წელს დაამთავარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, იმავე წელს ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსისტეტის ასპირანტურაში, კინომცოდნეობის სპეციალობაზე. 2002 წელს დაამთავრა ამავე უნივერსისტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. ქეთი მაჭავარიანი 2005-2006 წლებში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით სტაჟირებას გადიოდა ტელეკომპანია RAI-ში. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების შემდეგ 2011 წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა ქეთი მაჭავარიანის მხატვრული ფილმის „მარილივით თეთრის“ პრემიერა. ფილმი მრავალი კინოფესტივალის პროგრამის მონაწილე და პრიზების მფლობელია. 2016 წელს ქეთი მაჭავარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველო 1992 – აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით. 2020 წელს დაასრულა მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე „მზიური“, (იდეის ავტორი ცისანა ხუნდაძე) ფილმის პრემიერა შედგა კანადაში, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „Hot Doc“, სადაც ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა. ფილმი ნაჩვენები იყო სხვადასხვა კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში, არის საერთაშორისო პლათფორმებისა და ფონდის გამარჯვებული.
ქეთი მაჭავარიანი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და წლების მანძილზე მუშაობს კინო და ტელე პროდიუსერად.
ფილმოგრაფია
2021 MZIURI - 67 min - Documentary - Sunny Films, Terra Incognita Films
2016 GEORGIA 1992 - 34 min - Georgian Public Broadcaster
2011 SALT WHITE - 80min - fiction, 35mm
2003 GLASS FRAGMENT - 13 min
2003 MARIAMI - 19 min - fiction