
ქეთევან ვაშაგაშვილი
რეჟისორი
ქეთევან ვაშაგაშვილი დაიბადა 1982 წელს საქართველოში. 2010 წელს მოიპოვა
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), მედია მენეჯმენტისა
და ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს
სხვადასხვა მაუწყებელში რეჟისორად (ტელეკომპანია პიკი, მეცხრე არხი, ჯიდიესი
და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი), ასევე თანამშრომლობს ვებ-
პლატფორმა ჩაიხანასთან. მისი ავტორობით გაკეთებულია ათეულობით
სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი. ქეთევანი არის 2019 წლის ჩივნინგის
სტიპენდიატი და მაგისტრის ხარისხი მიიღო სასექსის უნივერსიტეტში, სადაც მან
შეისწავლა დოკუმენტური კინოს რეჟისურა. 2021 წელს, საქართველოში
დაბრუნების შემდეგ დაიწყო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის
,,ცხრათვიანი კონტრაქტი’’-ს განვითარება.
ფილმოგრაფია
2025 9-MONTH CONTRACT. Director (Premiered at CPH:dox)
2021 GOOGLE, WHERE ARE YOU? - 21 min - Chai Khana
2020 ONLINE MOTHER - 21 min - Sussex University / Chai Khana
2017 VOICE OF THE CITY - 45 min - Georgian Public Broadcaster / Documentary Film Studio
2014 - 2016 Up to 20 26 min TV documentaries - Georgian Public Broadcaster / Teleblog
2012 HERE, ROUND THE CORNER - 22 min - TV9