top of page

გიორგი ფარქოსაძე

რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი, მონტაჟის რეჟისორი

გიორგი ფარქოსაძე არის დოკუმენტური კინოს რეჟისორი, პროდიუსერი და

მემონტაჟე საქართველოდან. მას ყოველთვის აინტერესებდა უცნობებთან

შეხვედრა, მათი ისტორიების გაზიარება და მათი გამოსახულებების

მეხსიერებაში შეგროვება, რადგან თვლის, რომ მეხსიერება ერთ-ერთი მთავარია,

რაც ჩვენ ადამიანებად განგვსაზღვრავს.


2015 წელს გიორგიმ მაგისტრის ხარისხი მიიღო მულტიმედიურ

ჟურნალისტიკაში, ხოლო 2022 წელს დაასრულა დოკნომადსის (DocNomads)

სამაგისტრო პროგრამა დოკუმენტური კინოს რეჟისორის სპეციალობით.

გიორგის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან

დღეებს“ მსოფლიო პრემიერა 2023 წელს სარაევოს კინოფესტივალზე შედგა და

თბილისის კინო ფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური

ფილმისთვის ოქროს პრომეთე მიიღო. მოკლე ესე ფილმი „მე ძალიან ნიჭიერი ვარ

დაკარგვაში“ რამდენიმე საერთაშორისო და ეროვნულ ფესტივალზე აჩვენეს,

ხოლო კიდევ ერთი მოკლე ფილმის - „ყვავილი გზის პირას“ მსოფლიო პრემიერა

ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე შედგა.

ფილმოგრაფია

ამ ფილმში არაფერი ხდება - 70’ - რეჟისორი, ოპერატორი, მემონტაჟე,

პროდიუსერი - საქართველო - განვითარების ეტაპი


2024 - ყვავილი გზის პირას - 15’ - რეჟისორი, ოპერატორი, მემონტაჟე,

თანაპროდიუსერი - საქართველო, უნგრეთი, ბელგია, პორტუგალია - მპ იდფა


2023 - რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს - 77’ - რეჟისორი, ოპერატორი,

თანამემონტაჟე, თანაპროდიუსერი - საქართველო, საბერძნეთი - მპ სარაევოს

ფესტივალი


2023 - სახლი მრუმეა - 15’ - რეჟისორი, ოპერატორი, მემონტაჟე - საქართველო


2023 - მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში - 29’ - რეჟისორი, ოპერატორი,

მემონტაჟე, თანაპროდიუსერი - საქართველო, უნგრეთი, ბელგია, პორტუგალია


2018 - გარაჟებზე - 28’ - თანარეჟისორი, ოპერატორი, მემონტაჟე - საქართველო


2016 - სახლი გორაზე - 23’ - რეჟისორი, ოპერატორი, მემონტაჟე, - საქართველო

bottom of page