top of page

გიგა ბაინდურაშვილი

რეჟისორი

გიგა ბაინდურაშვილი დაიბადა თბილისში 1988 წლის 8 ოქტომბერს, მოქანდაკის და მხატვრის, გიორგი ბაინდურაშვილის ოჯახში. ის ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით, შემდეგ კი ფოტოგრაფიით. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ჩააბარა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდში მან არაერთ ქართულ ფილმზე იმუშავა სხვადასხვა პროფილით (მხატვრის ასისტენტი, ოპერატორის ასისტენტი, რეჟისორის ასისტენტი).

უნივერსისტეტის დამთავრების შემდეგ, 2015 წელს მან და მისმა ჯგუფელებმა დააფუძნეს პროდაქშენ კომნანია FILM ASYLUM, რომელიც საქართველოში აწარმოებს არაერთ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმსა თუ სერიალს. გიგა დღემდე მუშაობს რეჟისორად და სცენარისტად და ნამუშევარი აქვს არაერთ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმზე.


ის ასევე საქართველოს კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი ფილმების  არაერთი  კონკურსის გამარჯვებულია (ფილმი "ფეხშიშველი (2012)" "გაბანა" (2015) "ჰალკი" (2017) ). მისი ფილმები ნომინირებულია სხვადასხვა ფესტივალებზე.


გიგას ფილმები ერთგვარი ძიების პროცესია. მისი ნამუშევრები ყოველთვის გვიყვება მარტოსულ, გარიყულ ადამიანებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის უცხონი და შეუმჩნეველნი არიან. ადამიანის იზოლაცია  მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. ის ყოველთვის ცდილობს მარტივი და უბრალო ენით გადმოსცეს ამ ადამიანების შინაგანი სამყარო და ერთი შეხედვით უმნიშნველო დეტალებს მნიშვნელობა მიანიჭოს.


გიგა ასევე გატაცებულია მუსიკით, რომელსაც თავისი მომავალი ფილმისთვის წერს.

ამჟამად ის ამთავრებს სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს ქართული ალტენრატიული მუსიკის ისტორიაზე.

ფილმოგრაფია

2024 - Break the Silence - 80 min - documentary - Georgia - Director

2017 - Hulk - 17 min - short film - Georgia - Director

2015 - Gabana - 30 min - short film - Georgia - Director

2012 - Barefooted - 30 min - short film - Georgia - Director




bottom of page