
გიორგი ვარსიმაშვილი
რეჟისორი
გიორგი ვარსიმაშვილი დაიბადა 1986 წელს თბილისში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პარიზში, სადაც დაამტავრა უნ ივერსიტეტის ბაკალავრის ფაკულტეტი მონტაჟის განხრით, ხოლო შემდეგ მაგისტრატურა დოკუმენტური კინოს მიმართულებით. მაგისტრატურის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ნიკოლა ფილიბერი. მოგვიანებით დაამთავრა ESRA Paris კინო სკოლა კამერა ოპერატორის სპეციალობით. 2020 წელს გახდა კომპანია "დედოლაითის" გამარჯვებული დამდგმელი ოპერატორი. გადაღებული აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი და ორი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
ფილმოგრაფია
2023 სასტუმრო მეტალურგი - 76 წ. - საფრანგეთი, საქართვე ლო - თანარეჟისორი, ოპერატორი, მემონტაჟე
2022 მაინც ვითამაშებთ - 85 წ. - საქართველო - რეჟისორი, მემონტაჟე
2011 თქვენ გეძლევათ სიტყვა - 9 წუთი - საფრანგეთი - რეჟისორი, მემონტაჟე
2009 საავტორო კინოთეატრები - 20 წ. - საფრანგეთი - თანარეჟისორი, მემონტაჟე