
ელენე ბურჭულაძე
რეჟისორი
სანამ 2022 წელს კინორეჟისურაში გადაინაცვლებდა, ელენე ბურჭულაძე წერდა სტატიებს და მუშაობდა დოკუმენტური სპექტაკლის პიესაზე. მონაწილეობა მიუღია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამასა და სცენარის განვითარების ვორქშოფში.
ელენე იყო ჩაიხანას/ჩაიდოკსის ფელოუ კინოს მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მამა, გამჟღავნებული" - მოიპოვა „ოქროს პრომეთე“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიიღო ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე და მისი საერთაშორისო პრემიერა გაიმართა ჩეხეთში, Ji.hlava-ს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე, პროგრამაში Short Joy.
ფილმოგრაფია
2025 MANGER - 5 min - France - Director
2024 FATHER, DEVELOPED - 21 min - Georgia - Director
2023 THE STAGE - 7 min - Georgia - Director
2023 A LIFE IN THE DAY - 8 min - Georgia - Director
2022 THE UNSUNG HERO - 3 min - Georgia - Director