
ელენე ასათიანი
რეჟისორი
დოკუმენტური კინოს რეჟისორი საქართველოდან.
დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა.
სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა გამომცემლობა ინდიგოში ვიდეო კონტენტის ავტორად. 2017 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი საავტორო დოკუმენტური ფილმი
"ჩემი მეორე ოჯახი", რომელიც ნაჩვენები იყო TEA CUP Film Festival-ის ფარგლებში ბერლინისა და მიუნხენის კინოთეატრებში.
2018 წელს მისმა სადიპლომო დოკუმენტურმა ფილმმა "ასიმპტოტი" მიიღო სპეციალური აღნიშვნა GIPA Docu Film Festival-ზე.
2019 წელს მონაწილეობა მიიღო ამერიკის საელჩოს, Multimedia Education Center-ისა და SakDoc Film-ის ერთობლივ პროექტში 16 Women for Change, რომლის ფარგლებშიც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "არც ისე ჯადოსნური ფლეიტა".
2021 წელს მონაწილეობდა Internews-ის, FilmAid-ისა და GIPA-ს ერთობლივ პროექტში. პროექტის ფარგლებში, სევაკ გაბრიელიანთან ერთად, გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „The Rest“.
ფილმოგრაფია
2021 The Rest - 10 min - Georgia - Co-Director, Co-Editor
2019 Not So Magical Flute - 10 min - Director, Editor
2018 Asymptote - 9 min - Director
2017 My Second Family - 14 min - Director, Editor