
დეა ჭოლოკავა
რეჟისორი
დეა ჭოლოკავა ქართველი რეჟისორია, რომელსაც აქვს აკადემიური განათლება სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებსა და კინო რეჟისურაში — როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში.
ის თანამშრომლობდა კავკასიურ მედია პლატფორმა Chai Khana-სთან ფილმებზე საცობის დღიურები და ბავშვებსა და ზღვაზე. დეა ასევე მუშაობდა ასისტენტ რეჟისორად და მემონტაჟედ სხვა რეჟისორებთან, მათ შორის ლანა ღოღობერიძესთან, ტატო კოტეტიშვილთან და ბაკურ ბაკურაძესთან.
მისი უახლესი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის რას ჩურჩულებს ტალახი პრემიერა 2025 წელს შედგა კრაკოვის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალზე. იმავე წელს მან მოიპოვა დოკუმენტა არქივისა და გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდია.
ფილმოგრაფია
2025 What does the mud whisper /რას ჩურჩულებს ტალახი (The mud Princess/ ტალახის პრინცესა)- Georgia
2024 Sadness buried along with the leg/ფეხთან ერთად დამარხული სევდა 5’ - Georgia
2024 Notes from Weightless/ჩანაწერები უწონადობიდან 5’ - Georgia
2024 Of Kids and Sea /ბავშვებსა და ზღვაზე 22’ - Chai Khana - Georgia
2023 Traffic Diary / საცობის დღიურები - 17' - Chai Khana (Georgia)
2023 Tiny Summer Trilogy / ზაფხულის პატარა ტრილოგია 8' (Georgia, Ukraine)