top of page

ბაქარ ჩერქეზიშვილი

რეჟისორი

ბაქარ ჩერქეზიშვილი არის კინორეჟისორი თბილისიდან, საქართველოდან. ის ფლობს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოს ბაკალავრის და ვიზუალური ხელოვნების მაგისტრის ხარისხებს. 2020 წელს მან დაამთავრა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა DocNomads დოკუმენტური კინოს რეჟისურის განხრით. ამ პერიოდში სწავლის  ბაქარი ცხოვრობდა და  სწავლობდა პორტუგალიაში, უნგრეთსა და ბელგიაში.


სწავლის პერიოდში მას ჰქონდა რამდენიმე წარმატებული ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი. 2017 წელს მიენიჭა "წინანდლის პრემია", როგორც წლის გამორჩეულ ახალგაზრდა ქართველ კინორეჟისორს. მისი ფილმები წარდგენილი და დაჯილდოებული იყო ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა IDFA, Sarajevo IFF, Docaviv და სხვა. ბაქარი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში, მათ შორის: IDFA Academy, Sarajevo Talents, Esodoc და სხვა.


ბაქარისთვის დოკუმენტურ კინოში მთავარი ღირებულება რთული სოციალური თემების პოეტური გააზრებაა. მისი მხატვრული მიდგომა აერთიანებს ობზერვაციულ კინოს ფიქციურ ელემენტებთან ერთად. მისი ინტერესის მთავარი სფეროა ის ადამიანები, რომლებიც ირაციონალურობის ზღვარზე იმყოფებიან — ისინი, ვინც ხშირად გარიყულნი, დაკარგულნი არიან საზოგადოების და კულტურის კონტექსტში.

ფილმოგრაფია
  • 2022  I PLAY THEREFORE, I AM - 10min - Belgium, Hungary - Director

  • 2017  APOLLO JAVAKHETI  - 16min - Georgia - Director, Producer

  • 2015  INCREDIBLE ALICE - 10 min - China - Director

  • 2014  LARK AND OWLS - 26min - Georgia - Director

კონტაქტი:

Instagram

b.cherqezishvili@gmail.com

bottom of page