top of page

ანუკა ლომიძე

კინოს გავრცელებელი

ანუკა ლომიძე - დაიბადა 1985 წელს, თბილისში. 

ძირითადი პროფესიით -  კინომცოდნე ჟურნალისტი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ლექტორი ექსპერიმენტული კინოს, ვიდეო არტისა და დოკუმენტური კინოს მიმართულებით. 


2011 წლიდან უძღვება კურსებს სახელმწიფო და კერძო სახელოვნებო სასწავლებლებში. მართავს რამდენიმე პროექტს სოციალური, გარემოსდაცვითი, არაფორმალური განათლებისა და ხელოვნების მიმართულებით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.


1999 წლიდან თანამშრომლობს მედია საშუალებებთან და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალებთან როგორც თანაავტორი, პროგრამების კოორდინატორი, კურატორი და  კონკურსების ჟიურის წევრი.


2011 წლიდან, მართავს არასამთავრობო ორგანიზაციას „აჰუაჰუ - ფონდი კულტურის განვითარებისთვის“, რომლის ძირითად საქმიანობებს შორისაც არის მისი თანაავტორობით გახორციელებული პროექტები: თანამედროვე ხელოვნების ჟურნალი „კავკასუს არტ მაგი“, რეგიონალური სამოქალაქო კინოპროექტი „თავისუფალი კინოჩვენებები“, „კინოს შესაძლებლობები - აქტივისტი ქალებისთვის“, „კულტურა როგორც ურთიერთობის ენა“, „მწვანე კინოკლუბების ქსელი“, „9 აპრილის ვიზუალური მეხსიერება“; 


2014 წლიდან, არის ეროვნული კინოცენტრის პროექტის, „კინო სკოლაში“ პირველი-მეორე ნაკადის მასწავლებელი, ჟურნალის “ფილმპრინტი” თანარედაქტორ,  სადისკუსიო პროექტის, კინოკლუბი „შერეკილების“ თანაავტორი.


2020 წელს, მისი და პარტნიორი ავტორის თარგმანით გამოიცა ნიკოლა ბურიოს “რელაციური ესთეტიკა” ქართულ ენაზე.


2020 წლიდან თანამშრომლობდა ევროკავშირის / იუნესკოს „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარების“ პროექტთან  საქართველოში, როგორც საბჭოს წევრი, ადგილობრივი ექსპერტი.


2021 წლიდან, არის  თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი არაკომერციული ორგანიზაციის -  „კუბი კონტექსტში“ - კულტურულ - სოციალური საწარმო, რომელიც მიტოვებულ საბჭოთა საბაგიროსთვის ფუნქციამიცემულ ნაგებობაში განთავსდა, 2022 წლის მაისში გაიხსნა. 


ფილმოგრაფია
bottom of page