
ანნა ხაზარაძე
პროდიუსერი, რეჟისორი
ანა ხაზარაძე ქართველი კინემატოგრაფისტია, რომელიც ლონდონის კომუნიკაციის კოლეჯის (UAL) ფილმისა და ტელევიზიის ბაკალავრის ხარისხს ფლობს. ანამ კარიერა დაიწყო სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული რეჟისორის, უილიამ ოლდროიდის ფილმის In Mid Wickedness-ის პროდიუსერობით, რომელიც მთლიანად საქართველოში გადაიღეს. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ანამ დააფუძნა საპროდუსერო და სერვისის კომპანია — 1991 Productions.
ანა მუშაობს პროექტების განვითარებასა და დაფინანსებაზე ევროპული კოპროდუქციის სქემის საშუალებით და თანამშრომლობს საერთაშორისო გადამღებ ჯგუფებთან საქართველოში. ის პროდუსერი და თანაავტორია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის დიდება დედოფალს (Glory to the Queen, 2020, საქართველო, ავსტრია, სერბეთი), რომელიც მხარდაჭერილი იყო Eurimages-ის მიერ.
ამჟამად როგორც პროდუსერი, ანა მუშაობს მხატვრული ფილმის ცრემლმდენი გაზი (Tear Gas, საქართველო, საფრანგეთი) ისტორიულ მინისერიალზე ნინო და ილიკო, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტურ ფილმზე 9-თვიანი კონტრაქტი (9-Month Contract, საქართველო, ბულგარეთი, გერმანია) და როგორც რეჟისორი, დოკუმენტურ ფილმზე ბერლინელი (Berliner, საქართველო, გერმანია) .
ფილმოგრაფია
In Post-production CROSSING - Feature Fiction - Sweden, Georgia, Turkey, France, Denmark - Co-producer
In-Production 9-MONTH CONTRACT - Feature Documentary - Georgia, Bulgaria, Germany - Producer
In Development TEAR GAS - Feature Documentary - Georgia, France - Producer
In Development BERLINER - Feature Fiction - Director, Producer
2023 SMILING GEORGIA - Feature Documentary - Georgia, Germany - Producer
2020 GLORY TO THE QUEEN - Feature Documentary - Austria, Georgia, Serbia - Producer, Co-director
2019 NEGATIVE NUMBERS - Feature Fiction - Georgia, France Italy - Co-executive producer
2013 IN MID WICKEDNESS - Experimental Short - Georgia, UK - Producer