top of page

ანა კვიჭიძე

რეჟისორი

ანა კვიჭიძე დაიბადა 1993 წელს. ის სწავლობდა მხატვრული ფილმების რეჟისურას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. და მიიღო მაგისტრის ხარისხი რელიგიის კვლევებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალიზაციით ფოლკლორულ და ვერნაკულარულ რელიგიებში .​მისი პირველი  მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ჭექა-ქუხილი" (14 წთ) შთაგონებულია ქართული ფოლკლორითა და მითოლოგიით. მას ასევე აქვს გადაღებული ორი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ერთ-ერთი მათგანია "დენიზასა და მადონას ჯადოსნური რეცეპტები", რომელიც პროექტის "16 ქალი ცვლილებისთვის" ფარგლებში გადაიღო და მოგვითხრობს ორი ჯადოსნური უნარების მქონე მეგობრის შესახებ, რომლებიც ქართულ სოფელში ცხოვრობენ.

მეორე დოკუმენტური ფილმი, "თავდაყირა მთვარე", ასევე შთაგონებულია საქართველოს მთიანეთში მცხოვრები ჯადოქრებისა და ლეგენდების თემით. ამჟამად ის მუშაობს თავის პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე "გულო, ნუ გეშინია", რომელიც ქართული-ფრანგული კოპროდუქციაა და მოგვითხრობს  20 წლის მეოცნებე ბიჭზე, რომელიც მაგიის სამყაროში ალტერნატიული რეალობის ძიებაშია.

ფილმოგრაფია
  • 2024 - HEART DON'T BE AFRAID - 85min - Georgia, France - Dir: Ana Kvichidze, Producers Mariam Bitsadze, Stephane Jourdain, Ana Kvichidze

  • 2019 - UPSIDE-DOWN MOON - 12 min - Georgia - Dir: Ana Kvichidze, Producer Chai Khana

  • 2019 - MAGIC RECIPES OF DENIZA AND MADONA​ - 11 min - Georgia - Dir: Ana Kvichidze

  • 2017 - DOWNPOUR - 14 min - Georgia - Dir: Ana Kvichidze, Producer Mariam Bitsadze.

კონტაქტი:

17/07 Productions

ana.kvichidze@1707productions.com


Facebook

bottom of page