
მარიამ სამუშია
კომუნიკაციების მენეჯერი
მარიამ სამუშია კინორეჟისორია საქართველოდან.
მან სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი თბილისში დაასრულა, მაგისტრის ხარისხსი კი ბერლინში მიიღო, კინოწარმოების მიმართულებით. მარიამს გადაღებული აქვს არაერთი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ, უთანამშრომლია ჩაიხანასთან, ტოლერანტობის ინსტიტუტთან, რადიო თავისუფლებასთან. მისი ფილმებია: “სტრიქონები” (ჩაიხანა), “ჯავახეთის ორი სოფლის ამბავი”; “სულით ნათესავები” (მრავალფეროვნების სახეები) და სხვა. მისი მხატვრული ფილმი, “თითქოს” პოსტ-წარმოების ეტაპზეა.
დოკაში მარიამი კომუნიკაციების მენეჯერია: გეგმავს და ახორციელებს დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო აქტივობებს; მართავს ორგანიზაციის ვებ გვერდსა და სოციალურ მედიას; პასუხისმგებელია აუდიტორიის ინფორმირებაზე სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
მარიამი მუშაობს სკოლაშიც, სადაც მოსწავლეებს დოკუმენტური კინოს საშუალებით საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების კვლევას, შემდგომ კი ფილმის მომზადებას ასწავლის.