განაცხადების მიღება:
ქართული პროექტი Eurasiadoc-ის კოპროდუქციის შეხვედრებზე ალმა ატაში
Georgian Project at Eurasiadoc Co-Production Meetings in Almaty
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 მარტი, 2026
Eurasiadoc-ის შესახებ
Eurasiadoc DocMonde-ის მიერ ორგანიზებული სცენარის წერისა და პროექტის განვითარების გრძელვადიანი კურსია, რომელიც 2011 წლიდან ტარდება.
კურსი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობს, სრულდება ალმა ატაში პროექტების წარდგენით და კოპროდუცქიის შეხვედრებით რომელსაც წინ უძღვის ვორქშოფი პროექტის წარდგენის შესახებ.
შეხვედრის მთავარი ფოკუსია როგორც ფრანგი პროდიუსერებთან კავშირების დამყარება, ასევე საერთაშორისო კინოინუდსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრები. გასულ წლებში ფიჩს ესწრებოდნენ წარმომადგენლები შემდეგი ინსტიტუციებიდან: IDFA, CNC, FIPADOC, Eastoc Platform, Baltic Sea Forum და ა.შ.
Eurasiadoc-ის წარსული გამოცემების ერთ-ერთი წარმატებული პროექტი საქართველოდან "ლურჯი მოცვი" იყო.
წელს ერთი ქართული პროექტი სწორედ ფიჩისა და მისი მოსამზადებელი ვორქშოფის დროს შეუერთდება Eurasiadoc-ს.
თარიღები და პროგრამა:
უფრო კონკრეტულად:
16 ივნისი: პრეზენტაციები & კავშირების გაბმა
17–18 ივნისი: ფიჩინგის სესიები (7 წუთი თითო პროექტისთვის + კითხვა-პასუხი), რომელსაც ინდივიდუალური შეხვედრები მოჰყვება
ქართული პროექტის შერჩევის შესახებ
შეირჩევა 1 ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს, როგორც მოსამზადებელ ვორქშოფში, ასევე კოპროდუცქიის შეხვედრებში.
პროექტი არ უნდა იყოს განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე
კარგი იქნება, თუ პროექტს ეყოლება ქართველი თანაპროდიუსერი, თუმცა Eurasiadoc-ისთვის ცნობილია ქართული კონტექსტი და ღიაა სხვა ქვეყნებთან თანაწარმოებისთვისაც.
განაცხადისთვის მოთხოვნლი დოკუმენტაცია (ინგლისურ ენაზე)
რეჟისორის ბიოგრაფია
პროექტის მონახაზი / Project outline (10–15 ხაზი)
რეჟისორის მოტივაცია / Director’s intention (მაქს. 1 გვერდი)
ვრცელი სინოფსისი / Extended synopsis (მაქს. 2 გვერდი)
რეჟისორის წინა ნამუშევრების ბმულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
შერჩეული პროექტის ავტორისთვის უზრუნველყოფილი იქნება ყაზახეთში, ალმა ატაში გამგზავრობა და იქ სასტუმროში განთავსება. ასევე დაფარული იქნება ვორქშოფსა და კოპროდუქციის შეხვედრებისთვის აუცილებელი ყველა ხარჯი.
პროექტს შეარჩევენ Eurasiadoc-ის წარმომადგენლები.
განაცხადის გამოგზავნა
განაცხადის შემოსატანად გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა ინგლისურ ენაზე არაუგვიანეს 24 მარტისა, 2025.
საკონტაქტო ინფორმაცია:
📧 info@doca.ge | 📞 +995 599 476 326