top of page

Amateur documentary filmmaking course in French

დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA აცხადებს აპლიკაციების მიღებას რეზიდენციისთვის საფრანგეთის ქალაქ ნანტში. განაცხადი ღიაა დოკუმენტური კინოს რეჟისორებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ თბილისში.


რეზიდენციის მიზანია ხელი შეუწყოს შერჩეული ავტორის კინოპროექტის განვითარებას და დააკავშიროს რეჟისორი ნანტის კულტურულ, პროფესიულ და საზოგადოებრივ ქსელთან. თბილისი და ნანტი დაძმობილებული ქალაქებია და რეზიდენციაც გაცვლითი ხასიათისაა. თბილისელი ავტორი სტუმრობს ნანტს და ავტორი ნანტიდან სტუმრობს თბილისს.


რეზიდენციის პერიოდი: 10 დღე, 2026 წლის 20-30 ნოემბერი, “3 კონტინენტის ფესტივალის” მსვლელობისას.



კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:


  • არის დოკუმენტური კინოს რეჟისორი, რომელიც ცხოვრობს თბილისში და აქვს საქართველოს 

    მოქალაქეობა/რეზიდენცია.

  • აქვს მიმდინარე კინოპროექტი.

  • შეუძლია მოგზაურობა 2026 წლის ნოემბერში.

  • უპირატესობა მიენიჭებათ დოკას წევრებს.


პროგრამა ფარავს:


  • საცხოვრებელს.

  • საერთაშორისო ფრენას.

  • დღიურ ხარჯებს (Per Diem).

  • ადგილზე ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული კონსულტაცია 

    და გარკვეული პროფესიული ინფრასტრუქტურა.


შერჩევის პროცესი:


  • შესარჩევი კომისია დაკომპლექტდება პროფესიონალებისგან 

    თბილისიდან და ნანტიდან.

  • შეფასების კრიტერიუმები: აპლიკანტის პროექტის მხატვრული ღირებულება, საერთაშორისო თანამშრომლობის მოტივაცია, რეზიდენციის საჭიროება.


საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთო ყიფიანი

📧 info@doca.ge | 📞 +995 599 476 326

ფლობთ თუ არა ფრანგულ ენას (პასუხი არ იმოქმედებს შერჩევის პროცესზე)
დიახ
არა
PDF with short synopsis, treatment, director’s statement, visual samples, bio of the author and filmography

გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ყველა ველი და ატვირთოთ ყველა მოთხოვნილი მასალა.

bottom of page