top of page

მალე: დოკუმენტური ფილმის იდეის განვითარება - პრაქტიკული ვორქშოფი

  • Writer: Doca
    Doca
  • Apr 27
  • 1 min read

Updated: May 3

დამწყები (ან პროფესიონალი) ავტორებისთვის


ტრენერი: სალომე ჯაში


თარიღი: 20-22 ივნისი, 2025

ხანგრძლივობა: 20 საათი



რას მოიცავს ვორქშოფი


ვორქშოფის მიზანია ავტორები ჩაუღმავდნენ საკუთარ შემოქმედებით ხედვას, შეძლონ მისი საუკეთესოდ გადმოცემა და კინოპროექტი საერთაშორისო კინობაზრისთვის მოამზადონ.


გაეცნობიან ფილმის წერილობით ფროფოუზალზე მუშაობისა და ვიზუალური ნიმუშის მომზადების პრინციპებს და პრაქტიკაში დაამუშავებენ მათ. ვორქშოფი მოიცავს როგორც იდეების განხილვას, ასევე სინოფსისის, თრითმენთის, ავტორის ხედვის გადაწერას, ვიზუალური ნიმუშის (ტრეილერის) დახვეწას.


შეირჩევა მაქსიმუმ 5 მონაწილე. მუშაობის პრინციპი იქნება როგორ ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური.



ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება


  • დამწყებ (ან პროფესიონალ) რეჟისორებს, ავტორებს, რომლებსაც აქვთ დოკუმენტური კინოს მიმდინარე პროექტი განვითარების ან წარმოების ეტაპზე.

  • მისაღებია ფილმის ნებისმიერი ქრონომეტრაჟი (მოკლე, სრული).

  • ავტორებს უნდა ჰქონდეთ ფილმის იდეის სულ ცოტა პირველადი წერილობითი მონახაზი და ტრეილერი ან ვიზუალური მაგალითი (გამონაკლის შემთხვევაში - ფოტომასალა)

  • კინოს წარმოების წარსული გამოცდილების ქონა აუცილებელი არაა.


ვორქშოფის განრიგი


ერთჯერადი დავალება ვორქშოფის დაწყებამდე


დღე 1

17:00 - 19:00

19:00 - 21:00 (არასავალდებულო)


დღე 2

10:00 - 17:00

18:00 - 20:00 (არასავალდებულო)


დღე 3

10:00 - 17:00


ვორქშოფში მონაწილეობის ღირებულება მალე გამოცხადდება, რაც წარმოადგენს სივრცის ხარჯს.


თუ გსურთ თქვენი ფილმის იდეა შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოთ და მონაწილეობა მიიღოთ ვორქშოფში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 მაისი. შერჩევის შესახებ აპლიკანტებს  23 მაისს ეცნობებათ.


სააპლიკაციო ფორმა მალე გამოქვეყნდება.


კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: info@doca.ge 557 323929






სალომე ჯაში კინოინდუსტრიაში 2008 წლიდან მუშაობს. მისი სრული თუ მოკლემენტრაჟიანი ფილმები ნაჩვენებია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის სანდენსის კინოფესტივალსა და ბერლინალეზე. სალომე ასევე არის გამოცდილი ტრენერი დოკუმენტურ კინოში და თანამშრომლობს საერთაშიროსი ტრენინგ პლატფორმებთან, მათ შორის ExOriente Film Workshop, Baltic Sea Forum for Documentaries, Below Zero, Docedge Kolkata, Docs by the Sea, Barlinale Talents Doc Station.




bottom of page