top of page

თბილისი-ნანტის გაცვლითი რეზიდენცია

  • 3 days ago
  • 1 min read

2025 წლის შემოდგომის ეს გაცვლითი რეზიდენცია, ერთი მხრივ, გულისხმობდა ქართველი ავტორის 10 დღიან ვიზიტს ქალაქ ნანტში, მეორე მხრივ კი - ფრანგი ავტორის სტუმრობას თბილისში. თბილისში დოკამ ნანტელ კინოხელოვანს, ინეს ელიქონდობორდს, 2-11 სექტემბერს უმასპინძლა. ნოემბრის ბოლოს კი ქართველმა ავტორმა, ნინიკო ლეკიშვილმა გაატარა 10 დღე საფრანგეთის ქალაქ ნანტში, “3 კონტინენტის ფესტივალის” მსვლელობისას.


პროგრამის მონაწილეებმა, ინესმა და ნინიკომ, რეზიდენციის განმავლობაში პერსონალური პროექტების განვითარებაზე იმუშვეს, შეხვდნენ ქართული და ფრანგული კინოინდუსტრიის პროდიუსერებსა და რეჟისორებს, ერთმანეთი კი საბოლოოდ “3 კონტინენტის ფესტივალის” ფარგლებში, ქალაქ ნანტში გაიცნეს.



ამ პროექტში დოკას პარტნიორები იყვნენ ფრანგული ინსტიტუტი, ნანტის მერია, ნანტის სახვითი ხელოვნების სკოლა, საპროდუქციო კომპანია Grande Ourse Films და კინოფესტივალი “3 კონტინენტი” - Festival des 3 Continents.

 
 
bottom of page