პირისპირ საუბრები
ეროვნული განვითარების ფონდის ძველი თბილისის ულამაზეს ეზოში დოკა მასპინძლობს პირისპირ საუბრების სერიას, რომლის მიზანი კინოს პროფესიონალებისა და მოყვარულებისათვის პროფესიული ცოდნის გაზიარებაა.
ცენზურა კინოში
საუბრობს გოგი გვახარია
მოდერატორი სალომე ასათიანი
24 ივნისი, 2024
დოკუმენტური კინოს ასოციაცია იწვევს გოგი გვახარიას მისი ესეების კრებულზე "ცენზურა კინოში" სასაუბროდ.
საქართველოს ხელისუფლება ცენზურის დაკანონებას აპირებს. ახალი კანონი, რომელსაც "ოჯახური სიწმინდის დაცვის" პრეტენზია აქვს, სინამდვილეში აწესებს კონტროლს შემოქმედებაზე და ხელოვანებზე.
2021 წელს "ინდიგომ" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გამოსცა ხელოვნებათმცოდნის, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის გოგი გვახარიას წიგნი "ცენზურა კინოში", რომელიც ისტორიული ნარკვევების კრებულია, თუმცა "ოჯახური სიწმინდის დაცვის" კანონის დამტკიცების შემთხვევაში უაღრესად აქტუალურ დოკუმენტად შეიძლება იქცეს.