top of page
1.jpg

ბილეთი 10 ლარი / Tickets 10 GEL

სტუდენტებისთვის, DOCA-ს წევრებისთვის 5 ლარი. ხელმისაწვდომია მხოლოდ სალაროში 

 Students, DOCA members 5 GEL

 

ბილეთები    Tickets 

თემატური პროგრამა: “გაფურჩქნა”

მარტი - მაისი, 2024

გაზაფხულის პროგრამის შესავალს, თებერვლის უჩვეულოდ თბილ დღეს ვწერ. სამართლიან სამყაროში, ეს სითბო სიამოვნებას მოიტანდა, მაგრამ ჩვენს ბზარებით სავსე ყოველდღიურობაში; დაუნდობელი ომების, პოპულიზმის, გლობალური დათბობის და შფოთის ეპოქაში კაშკაშა მზე თებერვალში საფრთხეა, რომელიც წუთიერ სიამოვნებას მალევე ჩრდილავს.

 

მაგრამ, სამყაროს ციკლურობაში, სულ არსებობს გაზაფხული, რომელიც ნიჰილიზმის მიუხედავად, ხშირად შეუძლებელი, მაგრამ მაინც ცვლილების, განახლების და აღდგომის განმეორებითი მცდელობაა. კვირტიც სულ იფურჩქნება. დოკას კინოკლუბის გაზაფხულის პროგრამა იმედს გავს, რომელმაც შეიძლება გამოსავალი დაგვანახოს.

 

სხვადასხვა წლების დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმები შინაარსებიდან და ფორმებიდან გათავისუფლებაზეც არის. ისინი სიყვარულზე, სექსუალობაზე, იდენტობაზე, ემანსიპაციაზე გვიყვებიან; მოწვეულ სტუმრებთან და მაყურებელთან ერთად კი მოვიფიქრებთ, როგორ ვიმსჯელოთ ამ ბაზისურ საკითხებზე დღეს ისე, რომ არ შეგვრცხვეს.

 

გაფურჩქნაზე ლაპარაკი თითქოს უდროოა, მაგრამ მასზე ფიქრის გარეშე მომავალიც არ დგება.

 

ანნა ძიაპშიპა, პროგრამის კურატორი

* კინოდარბაზი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის 

2024 Insta images (1).jpg

აპოლონია, აპოლონია

APOLONIA, APOLONIA

რეჟისორი: ლეა გლობი

2022 / 116' / დანია, პოლონეთი

Sub: ქარ ENG

დანიელმა რეჟისორმა ლეა გლობმა აპოლონია სოკოლი 2009 წელს გაიცნო, როცა აპოლონიას ცხოვრება მართლაც კინოს გავდა. რეჟისორი წლების მიჰყვებოდა და იღებდა აპოლონიას, როცა ის სახელოვნებო სამყაროში ადგილის დამკვიდრებას ცდილობდა, ქალობის აგონიურობასა და სიხარულს შორის იხლიჩებოდა, ურთიერთობებს არკვევდა სხვებთან და საკუთარ სხეულთან და უწყვეტ შემოქმედებით პროცესში იყო. ორი ქალი 13 წლის განმავლობაში განიხილავს საკუთრ ცხოვრების გზებს ფილმში, რომელიც ხელოვნებას, სიყვარულს, დედობას, სექსუალობას, რეპრეზენტაციას ეხება; ასევე იმას, თუ როგორ უნდა გადარჩე სამყაროში, რომელშიც პატრიარქატი, კაპიტალიზმი და ომები ბატონობენ.

3.jpg

ტვინგამორეცხილები: სექსი-კამერა-ძალაუფლება

BRAINWASHED: SEX-CAMERA-POWER

რეჟისორი: ნინა მენკესი

2022 / 107' / აშშ 

Sub: ქარ ENG

“ტვინგამორეცხილები: სექსი-კამერა-ძალაუფლება” ვიზუალური მოგზაურობაა კინოს სექსისტურ სისხლძარღვში, რომელიც სამუდამოდ შეცვლის კინოს აღქმასა და მისი შექმნის გზებს. რეჟისორი ნინა მენკესი სინეფილებს და კინომოყვარულებს აიძულებს დაინახონ, როგორ აკნინებს ქალს კინოენა, როგორ აცლის მას მნიშვნელობას. ის 175-ზე მეტ ეპიზოდს იყენებს კანონიკური ჰოლივუდის და სხვა საკულტო ფილმებიდან, ასევე ინტერვიუებს მეცნიერებთან და რეჟისორებთან. ეს ფილმი მიზოგინიასა და პატერნალიზმის მანკიერებებს გამოავლენს, რომელიც ჩვენს საყვარელ ფილმებშიც კი უხვადაა, კინოს ისტორიის დასაწყისიდან დღემდე.

5.jpg

მუცენბახერი

MUTZENBACHER

რეჟისორი: რუთ ბეკერმანი

2022 / 101 / ავსტრია

Sub: ქარ ENG

ავსტრიული რომანი "ჟოზეფინ მუცენბახერი ან ვენის მეძავის ამბავი" მუდმივი კამათის საგანია, რადგან ის ბავშვებისა და ქალების სექსუალობას უხამსად ასახავს. ის საუკუნის წინ ანონიმურად გამოქვეყნდა, თუმცა წლების განმავლობაში ავსტრიელ მწერალს, ფელიქს სალტენს („ბემბის“-ს ავტორს) მიეწერებოდა. 

 

ამ ცნობილ პორნოგრაფიულ რომანზე დაფუძნებული ფილმის გადასაღებად რუთ ბეკერმანი აცხადებს კასტინგს: „ვეძებთ მამაკაცებს 16-დან 99 წლამდე“. კუბოების ყოფილ ქარხანაში გადაღებული ეს ფილმი მამაკაცებს პირისპირ ტოვებს უხამს ტექსტთან. როგორც რეალურ ცხოვრებაში, გადასაღებ მოედანზეც ამ „შეურაცხმყოფელი“ პასაჟების წაკითხვა აღძრავს არა მხოლოდ პირად მოგონებებსა და ეროტიკულ ფანტაზიებს, არამედ იწვევს უარყოფას, თვითდისტანცირებასა და თავის მართლებას. ჩვენ ვცხოვრობთ და გვიყვარს იმ ეპოქაში, სადაც სექსი ყველგანაა და ამავე დროს მას მაღალი მორალით განვსჯით.

8.jpg

ვუმღერ წიგნებს და ქალებს

TO BOOKS AND WOMEN I SING

რეჟისორი: მარია ელორზა

2022 / 71' / ესპანეთი 

Sub: ქარ ENG

ცეცხლის, წყლის, ჩრჩილების, მტვრის, უცოდინრობის და ფანატიზმის სადარაჯოზე მდგარი ანონიმური ქალები წიგნებს უვლიან.

 

ინტიმური წინააღმდეგობა, რომელიც არ მოიცავს ეპიკურ მოვლენებს; რევოლუცებსა და იარაღს.

10.jpg

სიყვარულის სასტუმრო

LOVE HOTEL

რეჟისორები: ფილიპ კოქსი, ჰიკარუ ტოდა

2014 / 80' /დიდი ბრიტანეთი, იაპონია / United Kingdom, Japan

Sub: ქარ ENG

ხანგრძლივი სამუშაო საათები, ვიწრო საცხოვრებელი ფართები და კონფიდენციალურობის საჭიროება იაპონიაში, ადამიანებს აიძულებს წავიდნენ დაწესებულებებში, სადაც გულმოდგინედ იფარებენ საყვარლებს და მათ მოთხოვნილებებს უზრუნველყოფენ.

ფილმს წინ უძღვის მოკლემეტრაჟიანი 

აზიური მოჩვენების ამბავი AN ASIAN GHOST STORY

რეჟისორი: ბო ვანგი  

2023 /37' / ჰონგ-კონგი, ჰოლანდია

Sub: ქარ ENG

პარიკებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ომისშემდგომი აზიის ეკონომიკის აღზევებაში. 1960-იანი წლების აყვავების პერიოდში, პარიკების ექსპორტი რეიტინგში მეოთხე იყო ჰონგ- კონგის ექსპორტზე ორიენტირებულ ინდუსტრიალიზაციაში.

ეს პროექტი განიხილავს ჰონგ-კონგის, როგორც გარდამავალი სივრცის როლს, რომელიც შუამავლობს და სხვადასხვა სამყაროებს შორის კავშირს ასუფთავებს.

2024 Insta images (2).jpg

ევას ძიებაში

SEARCHING EVA

რეჟისორი: პია ჰელენთალი

2019 / 84' / გერმანია 

Sub: ქარ ENG

ევა, 25 წლის, დრიფტერი, ბერლინელი, შინაური ცხოველის მფლობელი, პოეტი, ლესბოსელი, სექსმუშაკი, ქალწული, დიასახლისი, ნარკომანი, ფემინისტი, მოდელი; მან 14 წლის ასაკში კონფიდენციალურობა მოძველებულ კონცეფციად გამოაცხადა.

ეს არის ზღაპარი ახალგაზრდა ქალის ზრდის პროცესზე ინტერნეტის ეპოქაში. საკუთარი თავის ძიება მან საჯარო სპექტაკლად აქცია და კიდევ ერთხელ დასვა კითხვა თუ როგორი უნდა იყოს ქალი.

ფილმს წინ უძღვის მოკლემეტრაჟიანი

დამნაშავე რომც ყოფილიყო

EVEN IF SHE HAD BEEN A CRIMINAL

 

რეჟისორი: ჟან-გაბრიელ პერიო

2006 / 10' / France

Sub: ქარ ENG

რეფლექსია საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის დასასრულის არქივებისგან შექმნილი ფილმი.

2024 Insta images.jpg

ორლანდო, ჩემი პოლიტიკური ბიოგრაფია

ORLANDO, MY POLITICAL BIOGRAPHY

 

რეჟისორი: პოლ ბ. პრესიადო

2023 / 98' / საფრანგეთი 

Sub: ქარ ENG

ესპანელი ფილოსოფოსისა და მწერლის, პოლ ბ. პრესიადოსთვის ეს სადებიუტო ესსე ფილმია. ფილმი ერთგვარი კოლექტიური ავტობიოგრაფიაა, რომელსაც ავტორი 20-ზე მეტი სხვადასხვა პერსონაჟის გენდერული ტრანზიციის ამბებით ყვება.

 

ფილმი თამამი და მხიარული რეფლექსიაა ვირჯინია ვულფის ამავე სახელწოდების გახმაურებულ სატირისტულ რომანზე “ორლანდო”, რომლის მთავარი გმირიც სქესს იცვლის და სხვადასხვა დროში მოგზაურობს. პრესიადო თეატრალიზებული ინსცენირებებით ციტირებს ვულფის ტექსტს, გვთავაზობს მის თანამედროვე, კრიტიკულ გადააზრებას და საზეიმო სიმსუბუქით ცდილობს ისტორიაში ადგილი დაუმკვიდროს პერსონაჟებს, რომელთა ამბებიც წარსულის ტექსტებმა არ შემოგვინახა.

2.jpg

ქალები  WOMEN

რეჟისორი: ვაჟა ზუბაშვილი 

1990 / 25' / საქართველო Sub: ქარ ENG

ვაჟა ზუბაშვილის დოკუმენტური ფილმი სხვადასხვა ასაკის, სოციალური მდგომარეობის და განათლების მქონე საბჭოთა ქალების ცხოვრებას ასახავს. ფილმი მათ ოცნებებსა და რეალობაზე ყვება.

რატომ არასოდეს გავხდი მოცეკვავე

WHY I NEVER BECAME THE DANCER

რეჟისორი: ტრეისი ემინი 

1995 / 7' / დიდი ბრიტანეთი  Sub: ქარ ENG

როგორც ტრეისი ემინის ნამუშევრების უმეტესობა, “რატომ არასოდეს გავხდი მოცეკვავე” ასევე ავტობიოგრაფიულია. ემინი თინეიჯერობის მთავარ სწრაფვას იხსენებს - ბრიტანეთის ცეკვის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებით როგორ მიატოვებს ზღვისპირა ქალაქ მარგეითს.

სატაცური  ASPARAGUS

რეჟისორი: სიუზან პიტი 

1979 / 20' / აშშ Sub: ქარ ENG

ფილმი ფართოდ ხსნის კარს პოლიმორფული სექსუალობის განსხვავებულად დასანახად და რეჟისორის მომხიბლავი სამყაროს დასაზვერად.

2024 Insta images.jpg

სიყვარული ყველაფერია

LOVE IS ALL

 

რეჟისორი: კიმ ლონგინოტო

2014 / 70' / UK

სიყვარულის და შეყვარების ასი წელი ეკრანზე, რიჩარდ ჰოულის შექმნილი მუსიკით.

 

6.jpg

კალიფორნიაში

IN CALIFORNIA

 

რეჟისორი: შარლ რედონი

2015 / 77' / საფრანგეთი / France

Sub: ქარ ENG

ჩარლზ რედონი საკუთარი მეუღლის პროფესიულ გარემოში - ბალეტში გადაეშვება და მის დოკუმენტირებას იწყებს. თანდათანობით კი აცნობიერებს, რომ ნამდვილი დრამის შექმნა საკუთარი ცხოვრებით შეუძლია.

9.jpg

ტრანსნისტრა

TRANSNISTRA

რეჟისორი: ანნა ებორნი

2019 / 95' / შვედეთი, დანია 

Sub: ქარ ENG

ვუყვარვარ? არ ვუყვარვარ? არაღიარებულ დნესტრისპირეთში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრებაში განუსაზღვრელობა ბატონობს.

11.jpg

ბალადა ჯენეზისსა და ლედი ჯეიზე

THE BALLAD OF GENESIS AND LADY JAYE

რეჟისორი: მარი ლოსიე

2011 / 72' / საფრანგეთი, აშშ / France, USA

Sub: ქარ ENG

ჯენეზის ბრეიერ პი-ორიჯის (Throbbing Gristle, Psychic TV) და მისი მეორე ნახევრის და პარტნიორის ლედი ჯეის ინტიმური, ემოციური პორტრეტი. ფილმი, პერფორმანსის ინოვაციური შემსრულებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიყვება. ასევე, წყვილის გაბედული სქესობრივი ტრანსფორმაციის პროცესსაც გვაჩვენებს, რომელიც პროექტ "პანდროგინი”ს სახელით არის ცნობილი.

ფილმს წინ უძღვის მოკლემეტრაჟიანი

წინ, სიფაქიზისკენ  TOWARDS TENDERNESS

რეჟისორი: ელის დიოპი

2016 / 38' / საფრანგეთი

Sub: ქარ ENG

პარიზის გარეუბანში მცხოვრები ოთხი ახალგაზრდა კაცი საკუთარი მასკულინობის ორ მხარეზე ლაპარაკობს, მაჩო ფასადურობაზე და სიყვარულის ფუნდამენტურ მოთხოვნილებაზე, რომელსაც ისინი მთელი არსებით მალავენ. კაცები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც მათგან საზოგადოება და მეგობრები მოითხოვენ.

13.jpg

ფეტიშები

FETISHES

რეჟისორი: ნიკ ბრუმფილდი

1996 / 84' / აშშ 

ფეტიშები ნიკ ბრუმფილდის 1996 წლის დოკუმენტური ფილმია, რომელიც გადაღებულია ნიუ იორკის ყველაზე ძვირფას სადომაზოხისტურ/ფეტიშურ სალონში “პანდორას ყუთი”.

ფილმს წინ უძღვის მოკლემეტრაჟიანები

ჯონ პერნიას ჯამაგირი THE WAGES OF JOHN PERNIA

რეჟისორი - ბენ იონგი  

2023 / 8' / დიდი ბრიტანეთი / Sub: ქარ ENG

Charles Redon immerses himself in his wife's environment, the ballet dancing, and starts documenting it. Slowly, he begins to understand that he can build a drama with his own life.

თემატური პროგრამის მხარდამჭერები

HRHT ლოგო.png
Logo_english_extern_digital.png
DCI_logo_Geo.png
CineDOC Logo 2-04.png

კინოკლუბისთვის დარბაზის დათმობისთვის მადლობას ვუხდით კინოთეატრ "ამირანს"

  გასული პროგრამები  

Screen Shot 2024-01-15 at 4.23.22 PM.png
fb_თემატური პროგრამა_ნოემ-დეკ.jpg
web თემატური პროგრამა.png
bottom of page