top of page

DOCA Georgia-ს აღმასრულებელი საბჭოს არჩევნები 2023

აღმასრულებელი საბჭოს უფლება-მოვალეობები


 

უფლებამოსილება: დოკუმენტური კინოს ასოციაციის საბჭოს წევრები უნდა იყვნენ ასოციაციის აქტიური წევრები. მათ უნდა ჰქონდეთ დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართ ინტერესი.

 

მოვალეობები: აღმასრულებელი საბჭოს წევრები პასუხისმგებელნი არიან ასოციაციის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ზედამხედველობაზე. მათ აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა შეხვედრებში, დისკუსიებში და გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ასოციაციის მიზნების მისაღწევად.

 

დასწრება: საბჭოს წევრები რეგულარულად დაესწრებიან საბჭოს სხდომებს. თუ საბჭოს წევრი ვერ დაესწრება სხდომას, მან წინასწარ უნდა აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს ან მდივანს და წერილობით მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ან გამოხმაურება.

 

ინტერესთა კონფლიქტი: საბჭოს წევრებმა თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ასოციაციის ინტერესებს. ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, საბჭოს წევრმა უნდა გაამჟღავნოს იგი და საჭიროების შემთხვევაში, თავი შეიკავოს შესაბამისი დისკუსიებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

კონფიდენციალობა: საბჭოს წევრებმა უნდა დაიცვან კონფიდენციალობა სენსიტიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება საბჭოს სხდომებზე.

 

ქცევის კოდექსი: საბჭოს წევრები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ დაიცავენ ეთიკურ სტანდარტებს და იმოქმედებენ პატიოსნად ყველა მათ საქმიანობაში ასოციაციის სახელით; საბჭოს სხვა წევრებთან, ასოციაციის წევრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობენ პატივისცემის, სამართლიანობისა და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვით. 

 

გადაწყვეტილების მიღება: საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესით, ასოციაციისა და მისი წევრების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საბჭოს წევრები უნდა ჩაერთონ კონსტრუქციულ დოსკუსიებში, მოუსმინონ სხვადასხვა მხარეებს და შეეცადონ მიაღწიონ შედეგს.

 

მმართველობა და შესაბამისობა: საბჭოს წევრებმა უნდა შეასრულონ ყველა მოქმედი კანონი, რეგულაცია და პოლიტიკა, რომელიც არეგულირებს ასოციაციის საქმიანობას. მათ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ფინანსური ზედამხედველობა, მათ შორის ბიუჯეტირება, ფინანსური ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება.

 

გადადგომა და თანამდებობიდან გათავისუფლება: საბჭოს წევრებს შეუძლიათ ნებაყოფლობით დატოვონ თანამდებობა, საბჭოს თავმჯდომარის ან სხდომის მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. მძიმე გადაცდომის ან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბჭოს წევრს შეუწყდეს უფლებამოსილება საბჭოს დანარჩენი წევრების გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

უფლებამოსილების ვადა: აღმასრულებელი საბჭოს წევრები აირჩევიან 3 წლის ვადით ხელმეორედ არჩევის უფლებით. ასოციაციის საბჭოს წევრების პირველი არჩევნების შემდეგ, როტაციული პრინციპის შემოღების მიზნით, საბჭოს წევრების ნაწილის გადარჩევა მოხდება 2 წლის შემდეგ.

bottom of page